მარცხის "ქართული" გამოძახილი - რა მოგვცა მატჩებმა, რისი შეცვლა შეიძლება და რატომ გვაქვს პოლუსური აზროვნება...

AutoSharing Option
შეუძლებელია, საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების ევროპირველობის მეოთხედფინალური მარცხის შესახებ ცხელ გულზე და დამშვიდებულმა მკვეთრად განსხვავებულად არ ისაუბრო. თბილისში ნამდვილი დრამა ვიხილეთ, პენალტების სერია ჩვენი გუნდის მონაწილეობით, ემოციების ზღვა და განცდა, რომელიც ისრაელის ნაკრებთან დაპირისპირებას წინ სდევდა, რომ ჩვენ ამ ბარიერის გავლა შეგვეძლო. ვნებები დაცხრა და ახლა შეგვიძლია ვთქვათ, რომ არსებობს ობიექტური გარემოებები, რომელთა ჯამში, ჯგუფური ეტაპის გადალახვა იქნებ სწორედ ჩვენი მაქსიმუმი იყო. ამაზე ფიქრსა და წუწუნს უნდა მოვეშვათ და ვიფიქროთ იმაზე, რა უნდა გვასწავლოს ამ ტურნირმა როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად.

სასიამოვნო
იყო იმ ერთიანობისა და შემართების ნახვა, რაც ტურნირის განმავლობაში იგრძნობოდა. იყო დრო, როცა არ ვიცით, რამდენად ობიექტურად, არსებობდა განცდა, რომ ქართველი ფეხბურთელები მოედანზე მაქსიმუმს არ დებდნენ. ახლა ამის გაფიქრებასაც კი ვერავინ იკადრებს, ჩანს, ბიჭები საკუთარ თავზე მაღლა ახტომას როგორ ცდილობენ. არაა დიდი დრო გასული, გულშემატკივრების ნაწილი სტადიონების სხვა დანიშნულებით გამოყენებას რომ ითხოვდა, ახლა კი ბილეთების შეძენა პრობლემური იყო და გავრცელდა ვიდეო, რომელმაც გენიალურ ფილმ "ფეოლას" კადრიც კი გაგვახსენა. ყველაფერი ეს კარგია, თუმცა ჯერ კიდევ ბევრი გვაქვს გასათავისებელი - ის, რომ ხალხმრავლობა პირველ ტურშიც უნდა ყოფილიყო და მხოლოდ შედეგზე არ უნდა "მიებას" და მეორე - სამწუხაროდ, პოლუსური აზროვნება გარკვეულ ადამიანებში ისევ ჩვეულებრივია. ხვიჩა კვარაცხელიას როლი ქართული ფეხბურთისადმი "დაბრუნებაში", მისით საერთაშორისო დაინტერესებაში, დიდია და არ შეიძლება გაიდეალებიდან პირდაპირ ლანძღვაზე გადავიდეთ, არა! "კვარას" გადაწყვეტილების მიმართ მაქსიმალური პატივისცემა უნდა გამოვავლინოთ. რა თქმა უნდა, ვიცით, ის ისრაელთან თამაშს მკვეთრად რომ შეცვლიდა, საქმე ხომ ამ დონის ვარსკვლავთან გვაქვს. ისიც ვიცით, ჩვენი ქვეყნისთვის მონატრებულ
გამარჯვებას რამხელა ძალა ჰქონდა, მაგრამ არსებობს ადამიანური ფაქტორები, ამაზე დეტალურად გვეწერა და აღარ გავიმეორებთ. არაა 21-წლამდელთა ტურნირი უკვე შემდგარი ვარსკვლავების ასპარეზი, ეს ასე რთულად გასაგებია?! სხვებს ტიტული არ "სწყურიათო". კარგი, დაგეთანხმებით ამ მსჯელობაში, თუმცა რატომ არაა "მოწყურებული" ნორვეგიის ნაკრები, რომლის რიგებშიც ერლინ ჰოლანი არ ყოფილა?! ყველას გაქვთ უფლება, კვარაცხელია გააკრიტიკოთ, თუმცა ზღვარი არ უნდა წაიშალოს!..

Sportall.Ge

მატჩის შესახებ საუბარი, იმის თქმა, თუ რა შეიძლებოდა უკეთ, სად იქნა შეცდომები დაშვებული, რა იყო შესაცვლელი მწვრთნელის მხრიდან და ა.შ. რთული არაა, თუმცა დროს უკან ვერ დავაბრუნებთ,  ეს გუნდი კი ერთად აღარასდროს ითამაშებს, ასაკობრივი ნაკრების ხვედრი ხომ ესაა. უფრო მასშტაბური ასპექტები უნდა გამოვყოთ.

როგორც უნდა გვეყურებინა საშინაო ევროსთვის, ამ ტურნირის მნიშვნელობა ორი კუთხით იყო აღსანიშნავი - სატრანსფერო ინტერესი ჩვენი მოთამაშეების მიმართ და ეროვნული ნაკრების შევსების საკადრო რესურსი. ზოგჯერ ძალიან იოლად წარმოვიდგენთ, რომ ამა თუ იმ ქართველი ფეხბურთელით კარგი მატჩების შემდეგ ევროპის წამყვანი ქვეყნები და კლუბები დაინტერესდებიან.  ყველაფერი ასე მარტივი არაა, თანამედროვე ფეხბურთი სრულყოფილებას მოითხოვს. რა თქმა უნდა, დასკვნების გამოტანაც მხოლოდ ერთი ტურნირით არ ხდება, დაკვირვება უფრო დიდი ხანი გრძელდება; გარდა ამისა, არასაფეხბურთო ამბებში ჩაძიებაც ხდება.

Sportall.Ge

შეუძლებელია, ჩვენი ახალგაზრდული ნაკრების დაცვის ხაზის თამაშით არ მოხიბლულიყავი, რაც მათ მომავალ კარიერაზეც უნდა აისახოს და სანაკრებო ყოფაზეც. კმაყოფილები ვართ საბა საზონოვის ლიდერული თვისებებით, ბრძოლისუნარიანობით, ფიზიკური სიძლიერითა და ამავდროულად, სისწრაფით. მოსკოვის "დინამოს" მცველს გრძელი პასი ახასიათებს, შეტევის წამოწყების მიმართულებით კი სასწავლი ისევ აქვს, ამაზე ეროვნულში თამაშის შემდეგაც მივუთითებდით.

ასევე, მთელი ტურნირის განმავლობაში ძალიან დამაჯერებელი იყო ივა გელაშვილი, რომელიც თამაშს მშვენივრად კითხულობს; მატჩიდან მატჩამდე უმატებდა ალექსანდრე კალანდაძე, ოღონდ როგორც მესამე ცენტრალური მცველი და არა ფლანგელი. ახლა ამ ფეხბურთელების კარგ გუნდებთან დაკავშირება უმნიშვნელოვანესია. ეროვნული ნაკრების უკანა ხაზში როტაციის დრო ნამდვილადაა!..

Sportall.Ge

არიან ისეთი მოთამაშეები, რომელთაც ახლა საკლუბო კარიერა სტაბილური არ აქვთ და მნიშვნელოვანია, ეს ბოლომდე აღმოფხვრან, უკეთეს ჩემპიონატზე ფიქრი კი შემდეგ დაიწყონ. უპირველესად, გიორგი წიტაიშვილი გვახსენდება. ისრაელთან მან ართმევებზე ძალიან კარგად იმუშავა, ერთხელ კი სახიფათოდ შეუტია. ის, რომ მისი სათამაშო დრო უნდა გაიზარდოს, სადაც უნდა იყოს, ფაქტია. ვნახოთ, კიევის "დინამო" იჯარით ამჯერად სად გაუშვებს. "წიტას" ფიზიკური კონდიციების გაძლიერება სჭირდება. ირაკლი აზაროვს კლუბშიც უფრო საიმედოსა და ტაქტიკურად მრავალფეროვანს ველით. ვფიქრობთ, ჯერჯერობით მთელი ყურადღება მოქმედ კლუბებზე და არა სატრანსფერო ალიაქოთზე უნდა გააკეთონ ზურიკო დავითაშვილმა და გიორგი გოჩოლეიშვილმა...

სანაკრებო პრობლემები მოგვარებადია საყრდენ ზონაში, ფორვარდების საკითხი კი ისევ აქტუალურია. საზონოვზე ვისაუბრეთ და მადლობა იმის გამოც უნდა გადავიხადოთ, ქართული პასპორტი გიორგი მიქაუტაძესაც რომ აქვს. გამტანი თავდამსხმელები აუცილებლად უნდა გვყავდეს, შორს რომ არ წავიდეთ, ასეთი შოთა არველაძე ნამდვილად იყო, შემდეგ კი...

სამსჯელო, სასაუბრო, განსახილველი და საკამათო ბევრია, ყველაფერს ერთი წერილი არ ეყოფა, მთავარი ისაა, მიღწეულით არასდროს დავკმაყოფილდეთ და ყოველთვის მეტისთვის ვიღვწოდეთ!..

altU21. საქართველოს ნაკრები მეოთხედფინალში ისრაელთან პენალტების სერიაში დამარცხდა [VIDEO]

altრამაზ სვანაძე: ეს მენტალურად განსხვავებული თაობაა და ქართული ფეხბურთის ხვალინდელი დღეა

altU21. საქართველო VS ისრაელი - სტუმართა პროვოკაცია მატჩის შემდეგ...

მკითხველის კომენტარები / 58 /
ამ ჯგუფში ყველაზე გაუგებარ ფეხბურთს ჩვენი ნაკრები აჩვენებდა .3 პასი წინ სანატრელი იყო.უკან რამდენიც გინდა.
ბაჯო.
03 ივლისი 2023 12:50
3
1)თავიდანვე მივესალმებოდი კვარას და მიქაუტაძის გადაწყვეტილებას რადგან მათ ადგილზე სხვას წარმოეჩინა თავი და აზაროვმა და გაგუამ მშვენივრად გაართვეს თავი დაკისრებულ მოვალეობას.
2)ისე მხოლოდ კვარას რომ გადაეკიდეთ თქვე ყვ...ბით დასაკიდებო მიქაუტაძემ რა დააშავა?
3)საფრანგეთში ან ინგლისში როცა ვიღაც შავკანიანი კარგია ფრანგია და ინგლისელი და როცა ცუდი მაშინ ეგრევე ზანგი ხდება სწორედ ასეთები რატომ ხართ საქართველოში მეგრელების მიმართ როცა კარგები ვართ ქართველები ვართ და როცა ვითომ ფეხი "დაგვიცდება" მაშინვე მეგრელები ვხდებით?თქვენ საიდან გაქვთ ეს შოვინიზმი და აუტანლობა მეგრელების მინართ ასე გასისხლხორცებული,მხედრიონელი ბიძიების,მეზობლების და ახლობლების გარემოცვაში ხართ ამოზრდილი?მაშინ გასაგებია.ფუ რა გულის ამრევია ეს ყველაფერი?...
წარმატებები კვარას,მიქაუტაძეს და მთელს საქართველოს ნაკრებს✊✊✊
MARGALONA
03 ივლისი 2023 12:43
21
მარგალონა,მე დავწერე,სულელი და უვარგისი,ყველა ერში ჰყავთ მეთქი,ის კი არ მითქვამს,მე ვარო,ასეთი.ტყუილად ნუ დამაბრალებ,მაგას.ჩემ პოსტებში ვერასოდეს,ვერსად ნახავ,თუნდ მეგრელზე და თუნდ ნებისმიერ სხვაზე,მისი სადაურობის გამო მეთქვას,რაიმე აუგი და მით უმეტეს,შეურაცხმყოფელი.ობიექტურობას რომ ვცდილობ,ამის გამო,ზოგიერთმა რუსოფობმა,რუსეთუმეობაც კი მომაწება იარლიყად.იმედი მქონდა,ყურადღებით წაიკითხავდი და სწორად გაიგებდი,ჩემ პოსტს.
სოსო
04 ივლისი 2023 01:19
0
დაფიქრდი ასე თუ არ არის მიხვდები...
შენ თუ არა რამდენი იცი ასეთი რომ როცა კარგი ვართ ქართველები ვართ და როცა რამარ მოგეწონებათ მეგრელები ...
B s-ს
03 ივლისი 2023 14:55
2
ყველა გამოხმაურება
ვეთანხმები ნიკას, კაცს, რომელსაც არაფერში არ ვეთანხმებოდი. არ უნდა ეთამაშა კვარას. ეს ტურნირი , კომუნისტების დროს რომ ბავშვთა შეჯიბრება"ტყავის ბურთის" პრიზზე ტარდებოდა, იმას გავს. საქართველოში რომ არ ჩატარებულიყო, 95%-ს წარმოდგენა არ ექნებოდა მის შესახებ. კვარა ვერაფერს ვერ უშველიდა გუნდს, ისეთი დაბალი დონის არის (გუნდი). ხვიჩას 2 წელია წესიერად არ დაუსვენია. წარმოუდგენელი რაღაც გააკეთა, ფეხბურთი დაგვიბრუნა ქართველებს და ჩვენ კი ვაგინებთ და შეუძლებელს ვთხოვთ. ქართველებო, მიხედეთ თქვენს ჩაოხრებულ საქმეებს, შრომა ისწავლეთ, გულგრილობა და გულარხეინობა მოიშორეთ, მოყვასი შეიყვარეთ, ყველაფერჩიკობას თავი დაანებეთ და ცხოვრება უფრო საინტერესო და ბედნიერი გახდება. კვარას გაუმარჯოოოს!!!
ფეოლა და ჟორა ხვედელიძე
03 ივლისი 2023 12:32
7
ოლიმპიურ თამაშებს რას შეადარებთ? უბანში ბურთის გორაობას?
???
04 ივლისი 2023 03:06
0
რა თქმა უნდა გული დამწყდა კვარამ და მიქაუტაძემ, რომ არ ითამაშეს, თUმც ვეთანხმები სტატის ავტორს, არ არის ეს ტურნირი შემდგერი ვარსკვლავების ტურნირი.
ამასთან უნდა ავღნიშნო რომ პირველი ნაკრების ფეხბურთელებმა ძალიან გააძლიერეს 21 წალამდელები და მათ გარეშე გაგვიჭირდებოდა!
Irakli
03 ივლისი 2023 12:16
0
კარგი წერილია, დროა სიმართლე ვთქვათ. ახალგაზრდებმა ვარჯიშს მკვეთრად უნდა მოუმატონ რომ პრესინგი შესძლონ. ფედერაციამ უკეთესი მწვრთნელები უნდა მოძებნოს. კვარა უნდა დავიცვათ უმადური და დაბოღმილი ტიპებისგან. სამწუხაროდ, ამ მიმართულებით ჟურნალისტები პასიურობენ და კვარას გვერდით არ უდგანან.
გიორგი
03 ივლისი 2023 11:42
3
უკრაინას ყველა დაუწვება და გააჩემპიონებენ. ევროვიზიაზეც ხომ ასე ხდება ხოლმე
ზურაბ
03 ივლისი 2023 11:41
22

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული