რამაზ სვანაძის გუნდმა, დღევანდელი მოსამზადებელი დღე ორჯერადი საწვრთნელი პროცესის ფონზე ჩაატარა. ახალგაზრდული მოლდოვასთან მატჩს დანაკლისით ხვდება, გუნდს ქუთაისში, გიბრალტართან მატჩში მიღებული ტრავმის გამო "ბაზელის" ნახევარმცველი - გაბრიელ სიგუა გამოაკლდა.
2025 წლის 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლი, ახალგაზრდულმა 6 სექტემბერს, გიბრალტართან გამარჯვებით დაიწყო - 2:0. გოლები - ოთარ მამაგეიშვილმა და გუნდის ახალწვეულმა - ვასილიოს გორდეზიანმა გაიტანეს.
12 სექტემბერს, მოლდოვა საქართველოს 21-წლამდე ნაკრებს კიშინიოვში,
"ზიმბრუს" სტადიონზე უმასპინძლებს.
nakrebi.ge