U21 | საქართველოს ნაკრები ნიდერლანდებთან 0:3 დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურში საქართველოს ნაკრები სახლში ნიდერლანდებთან 0:3 დამარცხდა.

უპირატესობას თავიდანვე სტუმრები დაეუფლნენ, თუმცა უხიფათოდ უტევდნენ. მასპინძლებმა მე-15 წუთზე სწრაფი კონტრიერიშისას რეალური მომენტი შექმნეს, როდესაც კვერნაძე ორ მცველს გასცდა, მაგრამ გატანა მეკარემ არ დაანება. შემდეგ მაისურაძის დარტყმული ბურთი ძელს მოხვდა. ნიდერლანდელებმა კი კარში პირველივე დარტყმით დაწინაურება მოახერხეს - კუთხურიდან ჩამოწოდებულ ბურთს მეიერმა თავურით ხარატიშვილის კარში მიუჩინა ადგილი. ცოტა ხანში მეტოქეს მეორე გოლის გატანა შეეძლო, მაგრამ პროპერმა ბურთი ძელს გაარტყა. ტაიმის დასასრულს საქართველოს ნაკრები მეკარე ხარატიშვილმა
გადაარჩინა, ხოლო შესვენებაზე გასვლის წინ მცველმა მეიერმა გათამაშებული კუთხურის მერე დუბლი შეასრულა.

მეორე ტაიმში თამაშის სურათი არ შეიცვალა. ტეილორის გოლი თამაშგარეს გამო არ ჩაითვალა. მალე ოჰიომ გაიტანა და მატჩის ბედი საბოლოოდ გადაწყდა. 64-ე წუთზე სვანაძის შეგირდებს ანგარიშის შემცირების შესაძლებლობა მიეცათ - მამაცაშვილი ფლანგზე მეურვეს დაუსხლტა, კარის წინ პასი ოდიშარიას გაუკეთა, მაგრამ მან მიზანს ვერ უწია. ცოტა ხანში აქტიური მამაცაშვილის დარტყმულ ბურთს მეკარე დაეუფლა. დარჩენილ დროში აღსანიშნავი არაფერი მოხდა და შეხვედრა ნიდერლანდელთა გამარჯვებით დასრულდა.

საქართველოს ნაკრები C ჯგუფში 6 ქულით მეორე ადგილზეა და შემდეგ მატჩს 17 ოქტომბერს საკუთარ მოედანზე შვედეთთან ჩაატარებს.

ბათუმი. "აჭარაბეთ არენა"
საქართველო - ნიდერლანდები 0:3
გოლები: 0:1 მეიერი (26), 0:2 მეიერი (45+1), 0:3 ოჰიო (57)

საქართველო: ხარატიშვილი, ხვადაგიანი, მაისურაძე, მამაცაშვილი, გოგლიჩიძე, ოსიყმაშვილი (ეგოიანი 46), ლომინაძე, გ. მამაგეიშვილი (ოდიშარია 46), ო. მამაგეიშვილი (ოგბაიძე 87), გაგნიძე (მორჩილაძე 70), კვერნაძე (იობაშვილი 76)

მკითხველის კომენტარები / 14 /
დაასახელეთ თამაში სადაც გაგნიძემ კარგად ითამაშა?!
beqa
12 ოქტომბერი 2023 19:55
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული