U19. საქართველოს ნაკრები ესპანეთთან დამარცხდა და ჯგუფიდან მეორე ადგილით გავიდა

AutoSharing Option
საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მესამე ტურში ესპანეთთან 0:4 დამარცხდა.

ვასილ მაისურაძის გაწვრთნილმა გუნდმა კვიპროსს (2:0) და მოლდოვას (2:1) სძლია, ელიტრაუნდის საგზური ვადამდე მოიპოვა, დღეს კი უნდა გარკვეულიყო, რომელი გუნდი დაიკავებდა ჯგუფში პირველ და რომელი მეორე ადგილს. პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა, მეორეში კი მეტოქემ ჩვენი გუნდი დაჯაბნა და გაიმარჯვა.

ელიტრაუნდი გაზაფხულზე ჩატარდება - 7 ჯგუფიდან ფინალურ ეტაპზე გამარჯვებულები გავლენ.

თბილისი. "მიხეილ მესხი 2"
საქართველო - ესპანეთი 0:4
გოლები: 0:1 როდრიგესი (53), 0:2 გასიროვსკი (57), 0:3 კარვალიო (75), 0:4 სენჰაჯი (86)

საქართველო: ბედიაშვილი,
ბუკია, ნარიმანიძე, გიუნაშვილი, სადღობელაშვილი, გეგუჩაძე (ბერელიძე 73), ლორთქიფანიძე, ჩიქოვანი (ცეცხლაძე 46), ბასილაძე (მაშავა 65), გოგსაძე (სამუშია 65), ავალიანი (შეროზია 46)

მკითხველის კომენტარები / 10 /
მე კი ის მიკვირს, რომ ნაკრებმა, რომელმაც შეძლო ევროპის ჩემპიონატის ელიტრაუნდში გასვლა შეძლო, გულშემატკივრებისგან ამდენი უპატივცემლობა, საყვედური და როგორც გვჩვევია ქილიკი დაიმსახურა. ეს კი ძირითადათ იმით იყო გამოწვეული, რომ არაფრის მომცემ მატჩში მწვრთნემა სათადარიგო ფეხბურთელები დააყენა, თუმცა პირველ ტაიმში მათაც შეძლეს და გოლი არ გაუშვეს. მეტიც ტაიმის ბოლო წუთები შეტევაში გაატერეს და მეტოქეს ბევრი თავსატეხი გაუჩინეს. ხოლო 19 წლამდელი ბიჭების ამდენ უპატივცემლობას, საყვედურს და ქილიკს დავაბრალებდი ფეხბურთის ფედერაციას და სპორტულ ჟურნალისტიკას, რომელთაც სამ მატჩიდან ორის მოგება და ერთი წაგება ისეთი მშრალი წერილებით გაატარეს, როგორიცაა თამასის თარიღი, ნაკრების შემადგენლოობა და ანგარიში. ერთი მატჩი მაინც რომ ეჩვენებინათ საზმაუწყებელზე მაშინ გუშემატკივარი გაიცნობდა ამ ნაკრების მართლაც რამდენიმე ნიჭიერ ფეხბურთელს და ასეთი უპატივცემულო დამოკიდებულებაც არ იქნებოდა. ან თუნდაც საზმაუწყებელზე ტაიმაუტში, სადაც საუბრობენ ყველა ქვეყნის ჩემპიონატებზე მათ შორის არაბეთისა, აფრიკის და ვინც გნებავთ ქვეყნებზე და იქ კი ანგარიშიც კი არ გამოაცხადეს ზემოთ ნახსენებ მოგებებზე და ელიტრაუნდში გასვლაზე. წარმოიდგინეთ რამხელა მოტივაცია იქნებოდა ამ ახალგაზდა ფეხბურთელებისთვის ტელევიზიით მათი მატჩის ჩვენება. მხოლოდ იუტუბზე ჩვენება, რომელზედაც უმრავლეს გულშემატკივარს წვდომა არ აქვს საკმარისი არ არის. ჟურნალისტები, რომლებიჩ ბავშვთა ფეხბურთის განვითარებაზე ბრტყელ-ბრტყელ სატატიებს წერენ, ამჯერად სად იყვნენ? ჩემს გვერდით ორი ესპანელი ორი ჟურნალისტი მუშაობდა, თითქმის მთელი ბლოკნოტი გაავსეს ჩანიშვნებით, ქართველები კი ვერსად დავინახე, გარდა იმედის სპორტული გადაცემის თანაწამყვანისა. ასევე მინდა აღვნიშნი, რომ ევროპის ელიტრაუნდში გასული ნაკრების თამაშს, თანაც ესპანეთის გუნდთან სულ ალბათ ორასიოდე კაცი ესწრებოდა, სავარაუდოდ ნაკრების წევრების ახლობლები და არც ფედერაციის ვინმე მაღალჩინოსანი ჩანდა, ალბათ უფრო საშურ საქმეებით იყვნენ დაკავებულნი, ან სულაც რაკი ციოდა პირდაპირ ფედერაციის შენობიდან უყურედნენ საქართველო-ესპანეთის მატჩს.
გაიოზ გოშაძე
16:21 22-11-2023
0
ანუ როცა ვიგებთ ყველა სუსტია და თუ ესპანეთთან წავაგეთ, რომელიც გერმანია ინგლისსაც უგებს, უკვე ქვეყანა დაიქცა და ტრაგედიაა. 1-7 წააგო ეროვნულმა და რა გიკვირთ,რომ უ19 წააგო. თუ უყურეთ, პირველი 2 გოლი მეკარის შეცდომას მოყვა მეორე ტაიმში, მანამდე ესპანეთს მომენტიც არ ჰქონია. ძაან დიდი ბოღმაა ქართულ ფეხბურთში ოდითგანვე...
გია
08:46 22-11-2023
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული