რამაზ სვანაძის გუნდმა დღეს ბათუმში, ტექნიკური ცენტრის მოედანზე, სრული შემადგენლობით ივარჯიშა. 5 სექტემბერს, 20:00 საათზე, 21-წლამდელების მოლდოვასთან დაპირისპირების პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს "პირველი არხი" შემოგთავაზებთ.
გულშემატკივართა საყურადღებოდ: მატჩზე ბილეთების შეძენა შესაძლებელია tkt.ge-ზე არსებულ თამაშის გვერდზე, ხოლო ფიზიკური სალარო "აჭარაბეთ არენაზე" 5 რიცხვში, 11:00 საათიდან იმუშავებს.
U21 | შემადგენლობა
მცველები: დავით გოგოტიშვილი (თელავი), საბა ხვადაგიანი (დინამო თბილისი), ნიკოლოზ უგრეხელიძე (დინამო თბილისი), საბა მამაცაშვილი (სირიუსი, შვედეთი), ზურაბ რუხაძე (დილა გორი), დავით ზურაბიანი (კოლხეთი ფოთი 1913), ლადო ოდიშვილი (თელავი), საბა საზონოვი (ტორინო, იტალია).
ნახევარმცველები: ლაშა ოდიშარია (რფს რიგა, ლატვია), ოთარ მამაგეიშვილი (იბერია 1999), გიზი მამაგეიშვილი (იბერია 1999), ლევან ოსიყმაშვილი (დინამო თბილისი), ირაკლი იეგოიანი (ვიტესი, ნიდერლანდები), ლუკა გაგნიძე (დინამო მოსკოვი, რუსეთი), ნოდარ ლომინაძე (დილა გორი), თორნიკე მორჩილაძე (თელავი).
თავდამსხმელები: ვასილიოს გორდეზიანი (დინამო თბილისი), გიორგი კვერნაძე (ფროზინონე, იტალია), გიორგი აბუაშვილი (კოლხეთი ფოთი 1913), ჯადული იობაშვილი (დინამო თბილისი).
ბათუმის შემდეგ რამაზ სვანაძის გუნდი ნიდერლანდებში გაემგზავრება, სადაც 2025 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მატჩს ვენლოში, ადგილობრივი ნაკრების წინააღმდეგ გამართავს. ჩვენს გუნდს გასული ექვსი ტურის შემდეგ ჯგუფში 13 ქულა აქვს და მეორე ადგილზე იმყოფება. 10 ქულით შვედეთი მესამე ადგილს იკავებს, ხოლო პირველადგილოსან ნიდერლანდებს 21 ქულა აქვს.
nakrebi.ge