რამაზ სვანაძე: ნიდერლანდებთან მატჩს იმედით ველოდებით

AutoSharing Option
ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მერვე ტურში, სახლში მოლდოვის 3:0 დამარცხების შემდეგ, კომენტარი საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა რამაზ სვანაძემ გააკეთა:

"მნიშვნელოვანი გამარჯვება და სამი ქულა მოვიპოვეთ, რაც მახარებს. ამას ემატება ის, რომ მატჩის დიდი ნაწილი შეტევებში გავატარეთ, ლამაზი გოლები გავიტანეთ და კომბინაციური ფეხბურთი ვითამაშეთ.

რა შეეხება ნიდერლანდებთან მომავალ დაპირისპირებას, რა თქმა უნდა, ვიცით, ვის შევხვდებით, რთული თამაში გველოდება, მაგრამ მქონდა ბიჭებთან საუბარი, ვფიქრობ, მზად ვართ, შანსები გვექნება და ვეცდებით, მაქსიმალურად გამოვიყენოთ.

სამომავლოდ, სატურნირო მდგომარეობიდან გამომდინარე, შემდეგ ეტაპზე გასვლის ძალიან კარგი შანსი
გვაქვს. ჩვენი მიზანი თავიდანვე იყო, ბოლომდე ბრძოლაში ვყოფილიყავით. ჯერჯერობით ეს ყველაფერი სრულდება. ამისთვის მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც ეს აქამდე მოიტანა, თუმცა ეს გუშინდელი დღე იყო, ჩვენ ყოველთვის წინ ვიყურებით და ამიტომ ნიდერლანდებთან მატჩს იმედით ველოდებით".

მკითხველის კომენტარები / 5 /
მეორე ადგილზე მაგ მოგების გარეშეც მგონი უპრობლემოთ გავალთ, აი საუკეთესო მეორე ადგილს თუ გულისხმობთ მაშინ გეთანხმებით.
bd-s
11:30 06-09-2024
2
ნიდერლანდებში მოგება ჩათვალეთ 95% მეორეზე გავედით
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული