U21. მოლდოვამ საქართველოს მოულოდნელი საჩუქარი გაუკეთა

AutoSharing Option
ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე მოლდოვასა და შვედეთის მატჩი 0:0 დასრულდა.

აღსანიშნავია, რომ 52-ე წუთზე მეორე ყვითელი ბარათი მიიღო თავდამსხმელმა ილიე ბოტრანიმ და მასპინძლები რიცხობრივ უმცირესობაში დარჩნენ. მიუხედავად ამისა, სტუმრებმა გამარჯვების მოპოვება ვერ შეძლეს.

ჯგუფში 27 ქულით ლიდერი ნიდერლანდებია, საქართველო 16 ქულით მეორე ადგილზეა, შვედეთი 14 ქულით მესამეზეა, ჩრდილოეთი მაკედონია 9 ქულით მეოთხეზეა, მოლდოვა კი 7 ქულით აუტსაიდერია.

ნიდერლანდებმა პირველი ადგილი გაინაღდა, ხოლო მეორე პოზიციისთვის ბრძოლა საქართველოსა და შვედეთს შორის გაიმართება. 10 ოქტომბერს შვედეთი საქართველოს უმასპინძლებს. ბოლო ტურში, 14 ოქტომბერს,
შვედეთი გასვლაზე ნიდერლანდებს შეხვდება, 15 ოქტომბერს კი საქართველო ჩრდილოეთ მაკედონიას მიიღებს.

ნისპორენი. „ორაშენესცი“
მოლდოვა - შვედეთი 0:0
გაძევება: ბოტრანი (52, მოლდოვა)

მკითხველის კომენტარები / 15 /
ანუ რომც წავაგოთ შვედეთში და მერე შვედეთმა ნიდერლანდებში ვერ მოიგოს და ჩვენ სახლში მაკედონიას მოვუგოთ მაინც გავდივართ.ჩემი აზრით გოგლიჩიძე არ უნდა წაეყვანათ ეროვნულში ამ ეტაპზე,ახალგაზრდულს უფრო სჭირდება,ეროვნულში კი 5 წუთი მისცეს,რა ლოგიკაა ეს ვერ ვხვდები.არ იყო გოგლიჩა,საზონოვიც გამოგვაკლდა და ისედაც ძალიან ძლიერ ნიდერლანდებთან დაცვა ფაქტობრივად დაგვეშალა.იმედია ოქტომბერში მაინც გო იერად მოიქცევიან.ძალიან მნიშვნელოვანია 21 წლამდელთ ევროზე გასვლა,აი ძალიან....
Master
20:23 10-09-2024
5
მერე შე კაი დედმამიშვილო, ის უარესი მეორე ადგილოსნები უშანსოდ კი არ არიან ერთმანეთში ითამაშებენ პლეიოფის სისტემით და მოგებულები გადიან, ასე რო ჩვენთავზე ვართ დამოკიდებულნი.
პროფესორა ნოდოს
22:03 10-09-2024
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული