ვაჟთა ასაკობრივი გუნდების წილისყრა ნიონში

AutoSharing Option
5 სექტემბერს, ნიონში, უეფა-ს სათაო ოფისში ვაჟთა ასაკობრივი გუნდების წილისყრა გაიმართა. წილისყრაში გამოვლინდა საქართველოს 17-წლამდე და 19-წლამდე ეროვნული გუნდების მეტოქეები. მოქმედი 19-წლამდე ნაკრები, მარტში ელიტ რაუნდში მიიღებს მონაწილეობას, ხოლო 19-წლამდელთა მომდევნო ასაკობრივი ჯგუფი 2026 წლის ჩემპინატის საკვალიფიკაციო რაუნდში სექტემბრიდან ჩაერთვება.

ლაშა ფირცხალაიშვილის 19-წლამდე ნაკრები, 2025 წლის 19-წლამდე ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფში - პოლონეთს, სლოვაკეთს და მონტენეგროს დაუპირისპირდება. ჯგუფური ეტაპის მატჩებს საქართველო უმასპინძლებს.

U19 | ელიტ რაუნდი

19 მარტი | საქართველო - პოლონეთი
22 მარტი |
საქართველო - სლოვაკეთი
25 მარტი | საქართველო - მონტენეგრო

ვასილ მაისურაძის 18-წლამდე ნაკრები, რომელიც მომდევნო წლის ნოემბერში 19-წლამდე ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდში ჩაერთვება, ხორვატიაში - სერბეთს, გიბრალტარს და მასპინძელ ხორვატიას დაუპირისპირდება.

სანდრო კობახიძის 16-წლამდე ნაკრები შემოდგომაზე - ისლანდიას და საბერძნეთს უმასპინძლებს. 3-გუნდიანი ჯგუფიდან შემდეგ ეტაპზე თამაშს ორი გუნდი განაგრძობს. მატჩებს 19-წლამდელთა ელიტ რაუნდის მსგავსად საქართველო უმასპინძლებს.

გიორგი ჩიტაურის 17-წლამდე ნაკრები, მარტში, 17-წლამდე ევროპის ჩემპიონატის მეორე რაუნდის B ლიგაში მიიღებს მონაწილეობას, სადაც 2008 წელს და შემდეგომ წლებში დაბადებულთა გუნდი - ლიეტუვას და ყაზახეთს შეხვდება. რეიტინგული შინაარსის მქონე ტურნირს, ყაზახეთი უმასპინძლებს.

nakrebi.ge

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული