19 წლის გაბრიელ საღრიშვილს "სამგურალის" რიგებში ბრწყინვალე ოფიციალური დებიუტი ჰქონდა. საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ფეხბურთელმა "შევარდენთან" სასტარტო მატჩში დუბლი შეასრულა და წყალტუბოელთა გამარჯვებაში უდიდესი წვლილი შეიტანა.
მატჩის შემდეგ "სამგურალის" ახალგაზრდა შემტევმა აღნიშნა, რომ აქამდე ასეთი დებიუტი არ ჰქონია.
"სამგურალის" მაისურით პირველ ოფიციალურ შეხვედრაში ვითამაშე და მიხარია, რომ დებიუტი დუბლით აღვნიშნე. აქამდე ასეთი დებიუტი არასდროს მქონია. გოლები სასიხარულოა, მაგრამ უფრო მეტად გუნდის მოგებაა მნიშვნელოვანი. მადლობა ბიჭებს
მომზადებულია fcsamgurali.ge-ს მიხედვით