რევაზ ჩელებაძე: "შუქურა" სამეულში მოხვდება, გარანტიას ვიძლევი მე!

AutoSharing Option
ქობულეთის "შუქურა" ეროვნულ ლიგა 2-ში დაქვეითების შემდეგ ძალიან ცუდად ასპარეზობს. შვიდი ტურია გასული და კლუბი ცხრილის ბოლოში 4 ქულით იმყოფება.

ეროვნული ლიგა 2-ის ბოლო ტურში ქობულეთელები "გაგრას" დაუპირისპირდნენ, 2:0-ს იგებდნენ თუმცა მეორე ტაიმში სამი გოლი მიიღეს და დამარცხდნენ.

კლუბში არსებულ ვითარებაზე და გეგმებთან დაკავშირებით კლუბის პრეზიდენტს რევაზ ჩელებაძეს დავუკავშირდით.

- ბატონ რევაზ ქობულეთის "შუქურა" ეროვნულ ლიგა 2-ში ძალიან ცუდად ასპარეზობს, რამ გამოიწვია ეს ყველაფერი და რას თვლით ამის მიზეზად?
- ძალიან ცუდი სიტუაციია, ჩვენი გუნდი არავისზე ნაკლებია და ეს "ვიტ
ჯორჯიასთან" შეხვედრაშიც გამოჩნდა, რომელიც პირველ ადგილზე იმყოფება და ჩვენ იმ თამაშის მოგებაც შეგვეძლო.

გადასახედია გუნდში ყველაფერი - დაწყებული მწვრთნელთა შტაბიდან, დამთავრებული თითოეულ ფეხბურთელებამდე. ხვალ დავნიშნე კრება და კლუბის შიგნით სერიოზული საუბარი გვექნება.  შეკრებაზე ვგეგმავთ, რომ დავილაპარაკოთ მომავალზე, ასე ნამდვილად არ შეიძლება.

მრცხვენია ქალაქში სიარული, ამ ქალაქში ვცხოვრობ და დავდივარ, ეს არის ჩემი ოჯახი და ჩემი ცხოვრება. მე არ შემიძლია ამას გავუძლო და კლუბის სასიკეთოდ რადიკალურ ცვლილებებს განვახორციელებ.

ცოტა სისხლი თუ არ გადაისხა ისე არაფერი არ გამოვა, შევხედავ კიდევ რაღაც- რაღაცეებს, ვიფიქრებ ხვალამდე და მეცოდინება ყველაფერი.

- ლეგიონერებთან დაკავშირებით გკითხავთ, თუნდაც "გაგრასთან" მატჩი ავიღოთ მათი შეცდომებით გავიდა გოლები. რა დონის ფეხბურთელები არიან ისინი და ხომ არ ჯობია ესეთი შედეგის დროს ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელებით ჩაანაცვლოთ?

- მაგ ლეგიონერებსაც სწორად მოვლა-პატრონობა და მიხედვა უნდა. ყველა მაღალი დონის ფეხბურთელია, მაგისთანა მოთამაშეები ძალიან ცოტაა საქართველოში. არამხოლოდ დაბალ ლიგაში, არამედ ეროვნული ლიგა ერთშიც ეგეთი ლეგიონერები ნაკლებად მოინახება.

უბრალოდ ბევრი რაღაცა არის გამოსასწორებელი გუნდში და ხვალიდან გამოვასწორებთ. დარწმუნებული იყავით რომ "შუქურა" სამეულში მოხვდება, მაგის გარანტიას ვიძლევი პირადად მე!


მკითხველის კომენტარები / 7 /
განდაგანა-ს. ვის ეუბნები გუნდიდან წასვლას? პრეზიენტს? ანუ გუნდის მფლობელს? მოკლედ აზრზე არ ხარ, რასაც წერ. შეიძლება გუნდის მტავარ მწვრთნელზე თქვა ასეთი რამ, მაგრამ გუნდის პრეზიდენტზე ანუ მფლობელზე, არა!!!
შალახო
16:28 26-04-2018
1
ესენი ის ხალხი არიან ვინც ზნეობა თავმოყვარეობა და ადამიანობა სულ დაკარგა.იმას მაინც ეცი პატივი რაც მართლა მიღწეული გაქვს ფეხბურთით. მარტო ეს არა კიდევ რამდენიმე გუნდშია დარჩენილი ასეთი პარაზიტები.
Dragonfly
00:18 22-04-2018
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული
ეროვნული ლიგა 2
#
გუნდი
1
1
0
0
2
3
1
1
0
0
2
3
1
0
1
0
0
1
1
0
1
0
0
1
1
0
0
1
-2
0