"ცხინვალი" ნომინალური მასპინძლის როლში "მცხეთა პარკზე" "ვიტ ჯორჯიას" მიიღებს. ორივე გუნდმა გასულ ტურში მარცხი განიცადა, თუმცა, "ცხინვალისგან" განსხვავებით, მცხეთელებს მარცხმა დიდი ვერაფერი დააკლო და სატურნირო ცხრილში 18 ქულით კვლავ პირველ ადგილზე არიან.
თბილისში, "შატილის" სტადიონზე "ნორჩი დინამო" ქობულეთის "შუქურას" დაუპირისპირდება. მასპინძლებს 3-მატჩიანი მოგებათა სერია აქვთ, რომლის გაგრძელებას, ბუნებრივია, "შუქურასთანაც" შეეცდებიან. "შუქურას" კი 7-მატჩიანი მოუგებელი სერია აქვს. ბოლოს ქობულეთელებმა 8 მარტს "ცხინვალთან" მოიგეს.
მარტვილში, მურთაზ ხურცილავას სახელობის სტადიონზე ერთმანეთს ცხრილში გვერდიგვერდ
სამივე შეხვედრა 16:30 საათზე დაიწყება.