დღეს ეროვნული ლიგა 2-ის X ტურის სამი მატჩი გაიმართება

AutoSharing Option
დღეს, 4 მაისს ეროვნული ლიგის X ტურის სამი მატჩი გაიმართება.

"ცხინვალი" ნომინალური მასპინძლის როლში "მცხეთა პარკზე" "ვიტ ჯორჯიას" მიიღებს. ორივე გუნდმა გასულ ტურში მარცხი განიცადა, თუმცა, "ცხინვალისგან" განსხვავებით, მცხეთელებს მარცხმა დიდი ვერაფერი დააკლო და სატურნირო ცხრილში 18 ქულით კვლავ პირველ ადგილზე არიან.

თბილისში, "შატილის" სტადიონზე "ნორჩი დინამო" ქობულეთის "შუქურას" დაუპირისპირდება. მასპინძლებს 3-მატჩიანი მოგებათა სერია აქვთ, რომლის გაგრძელებას, ბუნებრივია, "შუქურასთანაც" შეეცდებიან. "შუქურას" კი 7-მატჩიანი მოუგებელი სერია აქვს. ბოლოს ქობულეთელებმა 8 მარტს "ცხინვალთან" მოიგეს.

მარტვილში, მურთაზ ხურცილავას სახელობის სტადიონზე ერთმანეთს ცხრილში გვერდიგვერდ
მყოფი წყალტუბოს "სამგურალი" და "შევარდენი 1906" შეხვდებიან. "ნორჩი დინამოს" შემდეგ ყველაზე გამტანი გუნდი სწორედ "შევარდენია", რომელიც გასულ სეზონში ლიგა 3-ში ასპარეზობდა.

სამივე შეხვედრა 16:30 საათზე დაიწყება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული
ეროვნული ლიგა 2
#
გუნდი
1
1
0
0
2
3
1
1
0
0
2
3
1
0
1
0
0
1
1
0
1
0
0
1
1
0
0
1
-2
0