Sportall.ge ინფორმაციის მისაღებად თავად ბერიძეს დაუკავშირდა. მან დაგვიდასტურა, რომ "ლამინი გრუპისგან" ინტერესი მართლაც არსებობს და ბათუმის მერიაში განაცხადი შეტანილია.
მისივე თქმით, არსებობს 3-წლიანი გეგმა, რაც "დინამოში" 25 მილიონი ლარის ინვესტიციას ითვალისწინებს.
"ლამინი გრუპი" "დინამოს" ოფიციალური პარტნიორი იყო. კლუბი ამჟამად ბათუმის მერიის საკუთრებაშია.