ეროვნული ლიგა 2. XXV ტური: ბათუმის "დინამომ" ისევ გაიმარჯვა

AutoSharing Option
დღეს, ეროვნული ლიგა 2-ის ხუთივე მატჩი გაიმართა.

ერთპიროვნულმა ლიდერმა ბათუმის "დინამომ" მორიგი დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა. აჭარულმა გუნდმა მცხეთაში 3:0 სძლია "ცხინვალს". გოლები ჯოვინო ფლამარიონიმ, გიორგი ილურიძემ და ვალერიან თევდორაძემ (პენალტით) გაიტანეს. 73-ე წუთზე, როდესაც ანგარიში 0:2 იყო, მსაჯმა პირდაპირი წითელი ბარათით გააძევა მასპინძელთა გუნდის ნახევარმცველი ცოტნე მესხი.

"თელავმა" მარტვილში დაძაბულ ბრძოლაში 3:2 დაამარცხა წყალტუბოს "სამგურალი". დუბლი კახური გუნდის ნახევარმცველმა ვასილ გოგოლიძემ შეასრულა.

"ნორჩმა დინამომ" თბილისის "შატილის" სტადიონზე 2:1 მოუგო "მერანს".

ნელ-ნელა თმობს პოზიციებს "ვიტ ჯორჯია", რომელიც თბილისში დავით პეტრიაშვილის სახელობის
სტადიონზე 0:1 დამარცხდა "შევარდენთან". გამარჯვების გოლი პირველი ტაიმის დასასრულს გოგიტა გოგიტაშვილმა გაიტანა. აღსანიშნავია, რომ "ვეტერინარების" მეკარემ ჯონი შეროზიამ 64-ე წუთზე თერთმეტმეტრიანი ვერ გამოიყენა.

"შუქურამ" ლანჩხუთში 3:1 სძლია "გაგრას". დუბლი ქობულეთელთა კაპიტანმა გიორგი ჩელებაძემ შეასრულა, რომელმაც ერთი გოლი პენალტით გაიტანა.

ბათუმის "დინამო" მეორე ადგილზე მყოფ "თელავს" 10 ქულით უსწრებს, ხოლო მესამეადგილოსან "ნორჩ დინამოს" - 11 ქულით.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ალბათ ბათუმის აღზევება ეჭვს აღარ იწვევს
რიგითი გულშემატკივარი
22:40 24-09-2018
0

სიახლეები პოპულარული
ეროვნული ლიგა 2
#
გუნდი
1
1
0
0
2
3
1
1
0
0
2
3
1
0
1
0
0
1
1
0
1
0
0
1
1
0
0
1
-2
0