4 ნოემბერს ეროვნული ლიგა 2-ის 31-ე ტურში 2 მატჩი ჩატარდა.
"ვიტ ჯორჯიამ" მცხეთაში 1:0 დაამარცხა "თელავი".
მატჩი დაძაბული გამოდგა. მსაჯმა ნონიკაშვილმა 31-ე წუთზე პირდაპირი წითელი ბარათით გააძევა სტუმართა გუნდის მცველი ფირუზ მარაქველიძე, გამარჯვების გოლი კი მე-60 წუთზე მასპინძელთა თავდამსხმელმა პაატა ღუდუშაურმა შორიდან ლამაზი დარტყმით გაიტანა.
თბილისში "შატილის" სტადიონზე" "ნორჩი დინამოსა" და "გაგრას" შეხვედრა 0:0 დასრულდა.
ტურის დარჩენილი 3 შეხვედრა 6 ნოემბერს გაიმართება: "შევარდენი" ბათუმის "დინამოს", "სამგურალი" "ცხინვალს, ხოლო "შუქურა" "მერანს" უმასპინძლებს.
პირველ ადგილზე მყოფი "დინამო" უახლოეს მდევარს "ვიტ ჯორჯიას" 6
ქულით უსწრებს.