წყალტუბოს "სამგურალმა" მარტვილის "მერანს" უმასპინძლა და ანგარიშით 2:1 დაამარცხა. თენგიზ ბრეგვაძემ მე-5 და 45-ე წუთებზე დუბლი შეასრულა, ხოლო ევჰენი ზახარჩენკომ 59-ე წუთზე ერთი ბურთი გაქვითა.
"დავით პეტრიაშვილზე" "შევარდენმა" "თელავი" მიიღო და ანგარიშით 0:3 დამარცხდა. გატანილი გოლების ავტორები ირაკლი რუხაძე (24), ნიკოლოზ ბაშელეიშვილი (77), ნიკოლოზ ნოზაძე (81) გახდნენ.
ბათუმის "დინამო" "ნორჩ დინამოს" ეწვია და 2:1 დაამარცხა. თავდაპირველად გიორგი კახელიშვილის (2) გოლით მასპინძლები დაწინაურდნენ, თუმცა 32-ე წუთზე ამირან აბუსელიძემ გაათანაბრა, ხოლო გაბრიელ
"ვიტ ჯორჯია" "ჩელე არენაზე" ქობულეთის "შუქურას" ესტუმრა და ანგარიშით 2:0 დაამარცხა. სტუმრებმა მეტოქე ბოლოსკენ გატეხეს. 83-ე წუთზე ზურაბ მუსელიანმა გახსნა ანგარიში, 85-ე წუთზე კი ნოდარ კიკნაველიძემ უპირატესობა ორამდე გაზარდა.