აზიელი ინვესტორების შემოსვლა ჩაიშალა - "შევარდენს" გიორგი ნემსაძე გაწვრთნის

AutoSharing Option
"შევარდენი 1906"-ის მთავარი მწვრთნელის პოსტზე გიორგი ნემსაძე დაინიშნა. ამის შესახებ ინფრმაცია კლუბი ინფორმაციას "ფეისბუქის" საშუალებით ავრცელებს.

კლუბში აზიელი ინვესტორების შემოსვლა ჩაიშალა. შედეგად მათ მიერ ჩამოყვანილმა მთავარმა მწვრთნელმა სერგეი ბულატოვმა და ფეხბურთელებმა გუნდი დატოვეს. მიმდინარე სეზონში "იუნკერებს" საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი კაპიტანი და "შევარდენის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი ნემსაძე უხელმძღვანელებს.

გიორგი ნემსაძეს საფეხბურთო კარიერის მანძილზე "დინამოში", "იბერიაში", "გურიაში", "შევარდენში", "ჰამბურგში", "ტრაბზონსპორში", "გრასჰოპერსში", "რეჯიანაში" და "დანდიში" უთამაშია.

საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ ნემსაძე "დინამო თბილისის" სპორტული დირექტორის პოსტზე დაინიშნა. სამწვრთნელო კარიერის დასაწყისში კი ჯერ
საქართველოს 17-წლამდე ნაკრების მთავარი მწვრთნელის ასისტენტად, შემდეგ კი მთავარ მწვრთნელად მუშაობდა.

"ახალდაკომპლექტებული გუნდი ვართ. გარკვეული მიზეზების გამო სრულფასოვანი შეკრების გავლა ვერ მოვახერხეთ. ამიტომ არ მინდა თამამი განცხადებები გავაკეთო, მაგრამ მიმდინარე სეზონში ყველა იმ თამაშის მოგებას ვგეგმავთ, რომელშიც მონაწილეობა უნდა მივიღოთ. შეიძლება ეს რთული შესასრულებელია, მაგრამ გუნდს მოედანზე გასვლის წინ სხვა მიზანი არ უნდა ჰქონდეს. ჩვენთვის არ ექნება მნიშვნელობა ვინ იქნება ჩვენი მეტოქე, დარწმუნებული ვარ, რომ თამაში ყველასთან შეიძლება.

შარშანდელმა წელმა გვაჩვენა, რომ უკეთესი შედეგის დაფიქსირება თავდაუზოგავი შრომით ნამდვილად შესაძლებელია.

"ცხინვალის" სახით ხვალ გამოცდილი მეტოქე გვყავს. კარგი ფეხბურთელებით დაკომპლექტებული გუნდია. სადებიუტო თამაში ყოველთვის რთულია და მნიშვნელობა არ აქვს ვინ ვის ეთამაშება. ორივე გუნდი მოსაგებად იბრძოლებს, მაგრამ ჩვენი მთავარი ამოცანაა რომ ხვალ მოედანი თავაწეულებმა დავტოვოთ და ჩვენი გულშემატკივარი გამარჯვებით გავახაროთ. სასტარტო თამაშის სასურველი შედეგით დასრულება სამომავლო გეგმებს უფრო მეტად გაგვიადვილებს", - ამბობ ნემსაძე კლუბის პრესსამსახურთან საუბარში.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული
ეროვნული ლიგა 2
#
გუნდი
1
1
0
0
2
3
1
1
0
0
2
3
1
0
1
0
0
1
1
0
1
0
0
1
1
0
0
1
-2
0