ეროვნული ლიგა 2. VII ტური: "ქამბექი", რომელიც "მანჩესტერ იუნატედსაც" შეშურდებოდა

AutoSharing Option
დღეს 13 ეროვნული ლიგა 2-ის მე-7 ტურის სამი მატჩი გაიმართა.

"პარკი არენაზე" "კოლხეთმა" "ცხინვალს" უმასპინძლა და ანგარიშით 1:4 დამარცხდა. დუბლის ავტორი დათა სიჭინავა გახდა.

"ზუგდიდმა" ლანჩხუთის "გურიას" უმასპინძლა და ანგარიშით 2:0 დაამარცხა. ეს ზუგდიდელების პირველი გამარჯვებაა ეროვნულ ლიგა 2-ში.

საკმაოდ დაძაბული შეხვედრა გაიმართა სპაერის სტადიონზე, სადაც თბილისის "მერანმა" "თელავი" მიიღო. შეხვედრის მეოთხე წუთზე მასპინძლებს გივი ქარქუზაშვილი გაუგდეს და მათ კარში პენალტი დაინიშნა, რომელმაც დიმიტრი ტატანაშვილმა ზუსტად შეასრულა. 22-ე წუთზე კი დმიტრო პუდიმ ორამდე გაზარდა "თელავის" უპირატესობა. მეორე ტაიმში კი "მერანმა"
ჯერ ჩუკვურას და ნიქაბაძეს გოლებით გაათანაბრა, შემდეგ კი 61-ე წუთზე ნიქაბაძემ კიდევ ერთელ გაიტანა და საბოლოოდ "მერანმა" 3:2 იმარჯვა. აქამდე "თელავი" ერთადერთი გუნდი იყო, რომელსაც წაგება არ ჰქონდა. ამ გამარჯვების შემდეგ "მერანი" ცხრილს სათავეში ჩაუდგა.

ფოთი. პარკი არენა
კოლხეთი-ცხინვალი 1:4
გოლები: 1:0 თენგიზ გოროზია (24. პენ), 1:1 ანდრეი ჩოლაკუ (47), 1:2 გიორგი ბუხაიძე (55), 1:3, 1:4 დათა სიჭინავა (71, 87)

განმუხური. ცენტრალური
ზუგდიდი-გურია 2:0
გოლები: 1:0 ლუქმან გილმორი (60), ბექა ზაქრაძე (82)

თბილისი. სპაერი
მერანი (თბ)-თელავი 3:2
გოლები: 0:1 დიმიტრი ტატანაშვილი (5. პენ), 0:2 დმიტრო პუდი (22), 1:2 რაფაელ ჩუკვურა (50), 2:2, 3:2 გიორგი ნიქაბაძე (56, 61)
გაძევება: 4 წ. გივი ქარქუზაშვილი (მერანი)
მკითხველის კომენტარები / 2 /
მერანს ვუსურვებ წარმატებებს!!!
სპორტულ ჟურნალისტებს კი ქართული ენის სიყვარულს და ბარბარიზმებზე უარის თქმას!!!
არტაგი
18:58 13-04-2019
0
მერანი თელავის თამაშს ტოტალიზატორის სუნი ხომ არ ასდის?
zas.
21:35 13-04-2019
2

სიახლეები პოპულარული
ეროვნული ლიგა 2
#
გუნდი
1
1
0
0
2
3
1
1
0
0
2
3
1
0
1
0
0
1
1
0
1
0
0
1
1
0
0
1
-2
0