ეროვნული ლიგა 2. IX ტური: "თელავმა" "ზუგდიდს" მოუგო და ლიდერ "მერანს" 2 ქულით ჩამორჩება

AutoSharing Option
4 მაისს, ეროვნული ლიგა 2-ის მე-9 ტურის 3 მატჩი ჩატარდა.

"თელავმა" ზედა ეწერში 4:1 სძლია "ზუგდიდს" და ლიდერ "მერანს" 2 ქულით ჩამორჩება.

სტუმართაგან გოლები დენის მასიუტინმა, იაროსლავ კვასოვმა, ირაკლი რუხაძემ და ალექსანდრე კოშკაძემ გაიტანეს, ხოლო მასპინძელთაგან მარტინს ნვანკვომ.

თბილისის "სპაერის" სტადიონზე "გაგრა" და "ცხინვალი" დაზავდნენ - 0:0.

"შუქურამ" კი გიორგი ჭანუყვაძის მიერ 75-ე წუთზე გატანილი გოლით ბათუმის "რაგბი არენაზე" 1:0 მოუგო "სამტრედიას".

მე-10 ტურის შეხვედრები 9 და 10 მაისს გაიმართება.


მკითხველის კომენტარები / 1 /
ყოჩაღ თელავი, ასე გააგრძელეთ. იმედია მომავალ წელს უმაღლეს ლიგაში გიხილავთ. წარმატებები!!
Geo_Dinamo
13:50 05-05-2019
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული
ეროვნული ლიგა 2
#
გუნდი
1
1
0
0
2
3
1
1
0
0
2
3
1
0
1
0
0
1
1
0
1
0
0
1
1
0
0
1
-2
0