ეროვნული ლიგის Facebook-გვერდმა ეროვნული ლიგა 2-ის პირველი წრის საუკეთესო მწვრთნელი, ფეხბურთელი და თერთმეტეული დაასახელა.
საუკეთესო სპეციალისტის ჯილდო "თელავის" მთავარმა მწვრთნელმა დენის ხომუტოვმა მიიღო, რომლის ხელმძღვანელობით, კახურმა კლუბმა პირველ წრეში 18 ქულა დააგროვა და მეორე ადგილს იკავებს.
საუკეთესო ფეხბურთელად კი თბილისის "მერანის" მარცხენა მცველი რაფაელ ჩუკურვა დასახელდა, რომელსაც პოზიციიდან გამომდინარე, შესანიშნავი შედეგი აქვს - 9 ჩატარებულ შეხვედრაში 5 გატანილი გოლით ის ეროვნული ლიგა 2-ის თანაბომბარდირია რამდენიმე მოთამაშესთან ერთად.
სიმბოლური თერთმეტეული კი ასე გამოიყურება:
ბექა ქურდაძე (გაგრა), რაფაელ ჩუკურვა (თბილისის მერანი), ანტონ თოლორდავა
(თელავი), გიორგი ჯგერენაია (სამტრედია), ოლეკსეი მაიდანევიჩი (შევარდენი 1906), დმიტრო პუდი (თელავი), გიორგი კურმაშვილი (ქობულეთის შუქურა), დათა სიჭინავა (ცხინვალი), ირაკლი რუხაძე (თელავი), გიორგი ივანიაძე (შევარდენი 1906), გიორგი ნიქაბაძე (თბილისის მერანი).
ეროვნული ლიგა 2. IX ტური: "თელავმა" "ზუგდიდს" მოუგო და ლიდერ "მერანს" 2 ქულით ჩამორჩება