დღეს, 10 დეკემბერს, ეროვნული ლიგა 2-ის პლეი-ოფის შეხვედრაში, პირველ მატჩში გასვლაზე გამარჯვების (1:0) შემდეგ ლანჩხუთის "გურია" საკუთარ მოედანზე დუშეთის "არაგვთან", ანგარიშით 0:2 დამარცხდა და საქართველოს ჩემპიონატის რანგით მეორე ლიგაში ადგილი დუშეთელებს დაუთმო.
შეხვედრაში ანგარიში 35-ე წუთზე ნიკოლოზ ხინთიბიძემ გახსნა, რომელიც მეკარის მიერ მოგერიებულ ბურთს სწორ ადგილას დახვდა და ზუსტად დაარტყა. 90 წუთის განმავლობაში შეხვედრაში მეტი გოლი აღარ გასულა.
დამატებითი დროის პირველი ტაიმის მე-13 წუთზე გიორგი ჩიკვაიძის ჩაწოდებულ ბურთს თავით მიმართულება გიორგი სამადაშვილმა შეუცვალა და "არაგვი" ეროვნულ ლიგა 2-ში გადაიყვანა.
ლანჩხუთი, "ევგრაფი
შევარდნაძე"
გურია-არაგვი 0:2
გოლები: 0:1 ხინთიბიძე (35), 0:2 სამადაშვილი (103)
"გურია": ლაშა გორდულავა, ლაშა ხაჭაპურიძე, მამია ჟვანია, თეიმურაზ შარაშენიძე, ჯონ მაჩარია(ლაშა კუკულავა, 87), ვალერი ოლხოვი, ემანუელ იაგრი, აბუჩი ამაეჩი, სანდრო ბახია, ალექსანდრე შენგელია, ვანო კურდღელაშვილი(გიორგი ებრალიძე, 80)
"არაგვი": მიხეილ მუჯრიშვილი, გიორგი ჩიკვაიძე, გიორგი სამადაშვილი, გიორგი ცერცვაძე, ნიკოლოზ ხინთიბიძე(ირაკლი ტაკიძე, 15), ლევან გზირიშვილი(ლაშა ჯინჭარაშვილი, 81), ბაჩუკი გოცაძე, გიორგი გოცაძე, ზვიად ქანთარია, ირაკლი ქათამაძე, ნიკოლოზ ბაშელეიშვილი