თაღლითური ფსონების გამო ზუგდიდის "დინამო" და "შევარდენი 1906" ლიგა 2-დან მოკვეთეს

AutoSharing Option
2022 წლის 21 მაისს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო და დავების განმხილველი კომიტეტის სხდომა გაიმართა.

სხდომაზე განიხილეს უეფას სპორტული სამართლიანობის განყოფილების ანგარიში საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის ლიგა 2-ში მოასპარეზე კლუბების ზუგდიდის „დინამოსა“ და საფეხბურთო კლუბ თბილისის „შევარდენი 1906“-ის ცალკეული მატჩების შედეგებზე თაღლითური ფსონებით ზეგავლენის შესახებ.

სადისციპლინო კომიტეტი უეფას თაღლითური ფსონების ამოცნობის ანგარიშის გარდა გაეცნო მხარეთა ახსნა-განმარტებებს, სფფ-ის სპორტული სამართლიანობის სამსახურის მენეჯერის მიერ თფა-ს ანგარიშის მიხედვით შედგენილ მოხსენებით ბარათსა და მატჩებში საეჭვო ეპიზოდების ვიდეო ჩანაწერს.

აღნიშნულიდან გამომდინარე, სფფ-ის სადისციპლინო კოდექსის 126-ე მუხლისა და
55 მუხლის თანახმად, კომიტეტმა კლუბ ზუგდიდის „დინამოსა“ და მის ფეხბურთელებთან დაკავშირებით მიიღო გადაწყვეტილება:

ს.კ. ზუგდიდის „დინამო“ მოხსნილია 2022 წლის ეროვნული ლიგა 2-ის გათამაშებიდან და დაქვეითდა ერთი საფეხურით დაბალ დივიზიონში; ასევე დისკვალიფიცირებულია 2022 წლის დავით ყიფიანის სახელობის თასის გათამაშებიდან;
ს.კ. ზუგდიდის „დინამო“ დაჯარიმდა ფულადი ჯარიმით 10 000 ლარის ოდენობით;
ს.კ. ზუგდიდის „დინამოს“ ფეხბურთელებს, ნიკა აფხაზავას, ნიკოლოზ ბერიშვილს და ავთო ენდელაძეს აეკრძალათ ფეხბურთთან დაკავშირებული საქმიანობა 12 თვის ვადით. ხოლო სერგეი დიაჩუკს, ნიკოლოზ ხარაბაძეს, არველოდ ხუნჯგურუას და როინ ჩხაიძეს აეკრძალათ ფეხბურთთან დაკავშირებული საქმიანობა 6 თვის ვადით (ვადის მოქმედება წყდება ნებისმიერი საჩემპიონატო ინტერვალით - სეზონებს შუა ან შესვენების პერიოდებში;
ს.კ. ზუგდიდის „დინამოს“ ფეხბურთელებს დაეკისრათ ფულადი ჯარიმა: ნიკა აფხაზავას - 5 000 ლარი; ნიკოლოზ ბერიშვილსა და ავთო ენდელაძეს - 3 500 ლარი; სერგეი დიაჩუკს, ნიკოლოზ ხარაბაძეს, არველოდ ხუნჯგურუასა და როინ ჩხაიძეს - 2 000 ლარი.

სფფ-ის სადისციპლინო კოდექსის 126-ე მუხლისა და 55 მუხლის თანახმად, კომიტეტმა კლუბ ს.კ თბილისის „შევარდენი 1906“-სა და მის ფეხბურთელებთან დაკავშირებით მიიღო შემდეგი გადაწყვეტილება:

ს.კ. თბილისის „შევარდენი 1906“ მოხსნილია 2022 წლის ეროვნული ლიგა 2-ის გათამაშებიდან და დაქვეითდა იქნეს ერთი საფეხურით დაბალ დივიზიონში; ასევე დისკვალიფიცირებულია 2022 წლის დავით ყიფიანის სახელობის თასის გათამაშებიდან;
ს.კ. თბილისის „შევარდენი 1906“ დაჯარიმდა 10 000 ლარის ოდენობით;
ს.კ. თბილისის „შევარდენი 1906“-ის ფეხბურთელებს, ნიკოლოზ ჯიშკარიანს, გიორგი ნადირაძეს, ილია რეხვიაშვილს, დმიტრო ზოზულიას და ოლექსანდრ ვეჩტომოვს აეკრძალათ ფეხბურთთან დაკავშირებული საქმიანობა 12 თვის ვადით. ხოლო ნიკა ქორიძეს და იგორ კირიენკოს აეკრძალათ ფეხბურთთან დაკავშირებული საქმიანობა 6 თვის ვადით (ვადის მოქმედება წყდება ნებისმიერი საჩემპიონატო ინტერვალით - სეზონებს შუა ან შესვენების პერიოდებში);
ს.კ. თბილისის „შევარდენი 1906“-ის ფეხბურთელებს დაეკისრათ ფულადი ჯარიმა: დმიტრო ზოზულიას, ოლექსანდრ ვეჩტომოვს, ილია რეხვიაშვილს, ნიკოლოზ, ჯიშკარიანსა და გიორგი ნადირაძეს - 3 500 ლარი; ნიკა ქორიძესა და იგორ კირიენკოს 2 000 ლარი.

სფფ-ს სადისციპლინო კოდექსის 76-ე მუხლის შესაბამისად კომიტეტის გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი მიღების მომენტიდან. გადაწყვეტილების გასაჩივრება შესაძლებელია საფეხბურთო დავების განმხილველ ტრიბუნალში მისი მხარისათვის ჩაბარებიდან 7 კალენდარული დღის ვადაში. კომიტეტის გადაწყვეტილების მოქმედება ჩერდება მხოლოდ ტრიბუნალის მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე. ზემოაღნიშნულ ვადაში გადაწყვეტილების არგასაჩივრების შემთხვევაში იგი უნდა აღსრულდეს დაუყოვნებლივ.

erovnuliliga.ge
მკითხველის კომენტარები / 31 /
ზუგდიდის წარმომადგენელთან შეკამათება მომივიდა რამოდენიმ დღის წინ, მაგრამ არ ვუთხარი რასაც ვფიფქრობდი და რაც ისედაც აშკარა იყო, წავიდოდა სასწაულ გასვლას მოიგებდა, მერე კი სახლში ისე წაგებდა ვითომც არაფელი, ჯანაშიამ დაღუპა ეგ გუნდი
გოგა
23 მაისი 2022 00:15
1
რაც თაღლითმა ზაზა ჯანაშიამ ჩაიგდო ზუგდიდი ხელში, ფეხბურთი სრულიად დაასამარა კალაქში.
მენტალისტი
22 მაისი 2022 22:44
0
გეთანხმებით და აშკარაც იყო, რო ზუგდიდი თამაშებს აკეთებდა, მაგრამ მარტო ეს ორი გუნდი არ იქნება ამ საქმეში გარეული, ჯანაშია კი სამუდამოდ უნდა მოიკვეთოს ფეხბურთიდან
გოგა
23 მაისი 2022 00:18
0
მიახლოებულიც კი არ არის მესამე ლიგაში დაქვეითება ადეკვატური ან ნახევარი ან 1 წლით ფეხბურთს ჩამოშორება სანამ არ იქნება უმკაცრესი ზომები მანამდე 1 და 2 კაცი კი არა 10 და მეტი იქნება ერთად გარეული ეგ ჯარიმა კაპიკი იქნება იმისი რაც აქვთ ნაშოვნი ამიტო გააუშვით სულ ბოლო ლიგაში და ბრალდებულებს სამუდამოდ აუკრძალეთ პროფესიული ფეხბურთელობა პლიუს ციხე არავითარი საპროცესო შეთანხმება რომ იქნება მსგავსი პრეცენდენტი ნაკლები მსურველი იქნება რო ვიცი რო გავაკეთებ 10 ათას და ჯარიმა მხოლოდ 2 ათასი რატო არ გავრისკავ? მერე რა რო კაცი არ მოუკლავთ ასეთი დანაშაულის პატიება არ შეიძლება რაც არ უნდა პურის ფული არ გქონდეს :)
ნოდო
22 მაისი 2022 22:34
2
თქვენი არასწორი ****** *******, ვინც მაგ საქმეშია გარეული ყველას ***** ******. ყველანი ვცდილობთ ამ წუმპიდან ამოსვლას, რომ რაღაც ნორმალურ ქვეყანას დავემსგავსოთ და.. ესენი რას აკეთებენ.. ტფუი..
ილია
23 მაისი 2022 03:46
0
კლუბის მფლობელი არ ისჯება?
ირაკლი
22 მაისი 2022 23:36
1
ქვედა ლიგებში არაფრის მომცემი გუნდები რო კეთდება და ზოგს ეამაყება მასობრიობა გაიზარდაო ეგ ყველა გუნდი ფულის საშოვნელად არის გაკეთებული.
ave
22 მაისი 2022 22:48
0
ჩვენ ხალხი ნერვებს ვიშლით ამ უმაქნისების გამო და ფეხბურზე დავდივართ თუ შოუში .
zurabi
22 მაისი 2022 23:22
0
ერთი ლიგით რომ დააქვეითეთ, გაისად სახელმწიფოს ფულით დაფინანსება არ დაგავიწყდეთ

გააგდეთ რეგიონლიგაში დაფინანსების გარეშე
Gimzeri
23 მაისი 2022 10:05
0
Dzagli migakvdat kvelas sulshi.vinc magis sahualebas gazlevt kide imas.......
Jei
22 მაისი 2022 23:09
0
ყველა ვინც დამნაშავეა სისხლის სამართლის პასუხისმგებაში უნდა მისცე, ასევე ზუგდიდის სტადიონის(არაშენდას) მშენებელიც!
ქომაგი
23 მაისი 2022 07:39
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული
ეროვნული ლიგა 2
#
გუნდი
1
1
0
0
2
3
1
1
0
0
2
3
1
0
1
0
0
1
1
0
1
0
0
1
1
0
0
1
-2
0