ეროვნული ლიგა. XX ტური: "სამტრედიამ" "ჩიხურას" დამაჯერებლად მოუგო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დღეს, 28 ივლისს, სამტრედიაში, ეროსი მანჯგალაძის სახელობის სტადიონზე საქართველოს ეროვნული ლიგის მე-20 ტურის პირველი შეხვედრა გაიმართა. ადგილობრივმა "სამტრედიამ" საჩხერის "ჩიხურა" მიიღო და მეტოქე ანგარიშით 3:0 დაამარცხა.

სამტრედიელები შეხვედრაში ძალიან მალე დაწინაურდნენ - მეოთხე წუთზე თავისი გუნდი წინ დავით რაჟამაშვილმა გაიყვანა. 44-ე წუთზე საჩხერელთა კარში პენალტი დაინიშნა, თუმცა ანტე გის დინო ჰამზიჩმა აუღო. ტაიმი ასეც მორჩა.

მეორე ტაიმი სამტრედიელთა შეტევების ფონზე დაიწყო და 3-წუთიან მონაკვეთში, 58-ე და 61-ე წუთებზე ნიკა საბანაძემ დუბლი გაიფორმა, "სამტრედიამ" კი აქტივში მორიგი 3 ქულა ჩაიწერა.

ამ
გამარჯვებით "სამტრედიას" 39 ქულა დაუგროვდა და სატურნირო ცხრილში კვლავ მესამე ადგილზეა, "ჩიხურა" კი 29 ქულით მეოთხეზეა.
მკითხველის კომენტარები / 12 /
თამაში კი არა ბურჭალი ქვია ამას იმერულად,რა დონეა,რაში იღებენ ხელფასს,ჩემი უბნის ბავშვები უკეთესად თამაშობენ,ასე გინდათ ევროთასები თქვე უბედურებო?? გააუქმეთ ფეხბურთის ფედერაცია საერთოდ,არაფრის აზრზე არ ხართ
რა გვეშველება? არაფერი........
29 ივლისი 2017 14:31
0
სამტრდია კიდე ბევრს გაამწარებს ეხლა უკვე ბოღმებო ის გადარდებთ მომავალში თქვენი გუნდები რო იქნება გარღვევის კანდიდატი აბა ყარაბაღს რო ვერ გავივლიდით ეს ჩემმა 7 წლის ბავშვმაც იცოდა ლომებო.
fauqa
29 ივლისი 2017 12:22
0
წეღან ობიექტივზე ვით ჯორჯია- სამგურალის გოლები აჩვენეს.ეს უკვე ჭ კლასიც აღარ არის,ჰ კლასია.
სოსო
29 ივლისი 2017 10:29
0
სამტრედია რასაც წარმოადგენს კი ვნახეთ ყარაბახთან და ესენი რომ დამაჯერებლად მოუგებენ ის გუნდი რა დონეზე იქნება წარმოიდგინეთ... რა დონეზე დაეცა ქართული ფეღბურთი წარმოიდფინეთ...
Qomagi
29 ივლისი 2017 10:28
0
აბა ტკვენ იციტ ჩემპიონები გახდიტ და პირველივე ეტაპზე წააგეტ ყარაბახტან ან გაბალასტან 5 0 ან 6 0
შოთა გუგეშაშვილი
29 ივლისი 2017 08:21
0
აი ფოტო! ზუსტად ეგაა ჩვენი ჩემპიონატიც და ჩემპიონიც...
VAKHTANG LOBZHANIDZE
29 ივლისი 2017 04:09
0
მთავარი იასა,საქმეს გულიანათ უნდა მოეკიდო.და ყველაფერი კარგათ,იქნება....მაგრამ დღეს ამას,ვერ ვხედავ ქართულ კლუბებში...
giush...
29 ივლისი 2017 00:02
0
საწყალი ქართული გუნდები ერთმანეთს უგებენ და ბედნიერები არიან.
გოგა
28 ივლისი 2017 23:21
0
ხარიტონაშვილი თუკარგად გეყოლათ ვინ დაგამარცხებთ.და სამტრედიელი მსაჯების უფროსი ფედერციაში.
გურამი
28 ივლისი 2017 22:24
0
კარგით რა ასე უცებ დაგავიწყდათ ყარაბაღი
გენო
28 ივლისი 2017 21:53
0

სიახლეები პოპულარული