Sportall.ge-ს ინფორმაციით, "დინამოში" 25 წლის ნახევარმცველი პაიემ სადეღიანი ჩამოვიდა. როგორც "დინამოში" გვითხრეს, სადეღიანი კლუბთან ერთად პირველ ვარჯიშს ხვალ ჩაატარებს. ფეხბურთელთან კონტრაქტის გაფორმება ჯერ გადაწყვეტილი არ არის, თუმცა ის კი გვითხრეს, რომ კონტრაქტის გაფორმების სურვილი ორივე მხარეს აქვს.
სადეღიანს ირანის ყველა ასაკობრივ ნაკრებში აქვს ნათამაშები. 14-წლამდელთა ნაკრებში მან 25 ჩატარებულ მატჩში 14 გოლი გაიტანა, 17-წლამდელებში - 21 მატჩში 8 გოლი, 20-წლამდელებში - 5 მატჩში 1 გოლი, 23-წლამდელებში - 22 მატჩში 12