თბილისის "დინამომ", შესაძლოა, ირანის ნაკრების ნახევარმცველი დაიმატოს

AutoSharing Option
თბილისის "დინამომ" რამდენიმე დღეში, შესაძლოა, ირანის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი დაიმატოს.

Sportall.ge-ს ინფორმაციით, "დინამოში" 25 წლის ნახევარმცველი პაიემ სადეღიანი ჩამოვიდა. როგორც "დინამოში" გვითხრეს, სადეღიანი კლუბთან ერთად პირველ ვარჯიშს ხვალ ჩაატარებს. ფეხბურთელთან კონტრაქტის გაფორმება ჯერ გადაწყვეტილი არ არის, თუმცა ის კი გვითხრეს, რომ კონტრაქტის გაფორმების სურვილი ორივე მხარეს აქვს.

სადეღიანს ირანის ყველა ასაკობრივ ნაკრებში აქვს ნათამაშები. 14-წლამდელთა ნაკრებში მან 25 ჩატარებულ მატჩში 14 გოლი გაიტანა, 17-წლამდელებში - 21 მატჩში 8 გოლი, 20-წლამდელებში - 5 მატჩში 1 გოლი, 23-წლამდელებში - 22 მატჩში 12
გოლი, ხოლო ეროვნულ ნაკრებში - 5 მატჩში 1 გოლი. მთელი თავისი კარიერა მას ირანულ კლუბებში აქვს გატარებული.
მკითხველის კომენტარები / 9 /
ირნელი სომეხია ტო!!! ასიანია. აბა ნაღდი ირანელი ამ ქრისტიანულ ქვეყნაში როგორ ჩამოვა სათამაშოდ!
სლავიკ
01 აგვისტო 2017 12:54
0
რას ნიშნავს თავისი ფეხბურთელი ირანს გაუშვეს და იქიდან სხვა მოყავთ ? ირანი,ერაყი,ყატარი... იაფიანი ფეხბურთელები ეძებეთ,ევროპა და კარგი თქვენ რად გინდათ" ? გამოდის რომ რეალმა ხაბი ალონსო რომ გაუშვა ბაიერნში და კროოსი იყიდა არ შეიძლებოდა ? იაფინია თუ რა ღირს არაა ჯერ ცნობილი, მაგრამ თუ ის ძლიერი ფეხბურთელია და ჯობია ამჟამად ადგილობივს, რა მნიშვნეობა აქვს ირაელი იქნება თუ ესტონელი ? ესტონელი ფეხბურთელი რომ ჩამოეყვანათ, და ამაზე სუსტი კარგი იქნებოდა ? თუ რახან ევროპელი იქნებოდა დაგლეჯდა ? კონკრეტული პოზიციის გაძლიერებისათვის ჩამოიყვანეს და საქმეში გამოჩნდება რაცაა. და კარგ ფეხბურთელს იაფად თუ ჩამოიყვანენ მაგას რა ჯობია :)
dave
01 აგვისტო 2017 12:24
0
ირანი,ერაყი,ყატარი... იაფიანი ფეხბურთელები ეძებეთ,ევროპა და კარგი თქვენ რად გინდათ...
სტატუს ქუო
01 აგვისტო 2017 10:45
0
ირანის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელია,რომელიც 2014 წლის შემდეგ არ გამოუძახებიათ ნაკრებში.ნორმალური ფეხბურთელია,მაგრამ მაგას ლობჟანიძე ჯობდა ისევ და პაპუნაშვილი.
giorgi
01 აგვისტო 2017 10:45
0
Fifias ra vutxari. Fulis gadaxda ro ar unda exla iranelebit da aeabebit daakompleqtebs gunds. Barem aqve arian plexanovzeo
Vakhtang Lobzhanidze
01 აგვისტო 2017 10:22
0
შეიძლება რიგიანი ფეხბურთელია,მაგრამ თუ ლეგიონერებზე მიდგა საქმე,იქნებ ჩისკოსნაირი ჩამოგეყვანათ????
ალექსანდრე
01 აგვისტო 2017 00:10
0
აშკარად კარგი ფეხბურთელია, ვიდეო ვნახე და თუ დინამო დაიმატებს კარგი იქნება. ტორპედო რას აპირებს ვერ ვხვდები, ამ ფეხბურთელებით ევროპაზე რა შედეგიც მივიღეთ ვნახეთ უკვე. საიტის ადმინისტრაციასთან თხოვნა მექნება, გთხოვთ ჩაწეროთ ინტერვიუ ტორპედოს ახალ მფლობელებთან, ან თუ შეგიძლიათ დაუსვი კითხვა რომ გააკეთოთ ?
anti
31 ივლისი 2017 21:32
0
ვაა საინტერესოა. ვიდეო არააქვს ურიგო. იქნებ გაამართლოს. მიდი კაჭოოო
გურამი
31 ივლისი 2017 21:19
0
თავისი ფეხბურთელი ირანს გაუშვეს და იქედან სხვა მოჰყავთ? საგიჟეთია რა..
Jango
31 ივლისი 2017 20:33
0

სიახლეები პოპულარული