გიორგი მიქაძემ "მერანი" დატოვა, მალხაზ ჟვანიამ - "თელავი"

AutoSharing Option
ეროვნული ლიგა 2-ის ლიდერ მარტვილის "მერანს" ახალი მწვრთნელი ეყოლება. კლუბის პრესსამსახურმა მეტისმეტად მოულოდნელი ცნობა გაავრცელა - გუნდის მთავარმა მწვრთნელმა გიორგი მიქაძემ, ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, კლუბთან კონტრაქტი გაწყვიტა.

მოულოდნელია და უცნაურიც, რადგან მიქაძე წარმატებით მუშაობდა - 2016 წელს "მერანი" საქართველოს თასის ფინალში (სადაც ქუთაისის "ტორპედოსთან" 1:2 წააგო) გაიყვანა, წლეულს კი მისი გაწვრთნილი გუნდი ეროვნულ ლიგა 2-ის ლიდერია და მშვენიერ ფეხბურთსაც თამაშობს. მისი შემცვლელის ვინაობა უახლოეს დღეებში გაირკვევა.

კიდევ ერთი სამწვრთნელო გადაადგილების ამბავი, რომელშიც "მერანი" ერთხელაც უნდა ვახსენოთ - მარტვილელთა ყოფილი დამრიგებელი მალხაზ
ჟვანია
"თელავიდან" (ლიგა 3) წამოვიდა. ეს ინფორმაცია კახური კლუბის პრესსამსახურმა გაავრცელა. განშორების საფუძველი აქაც ანალოგიურია - მხარეებს შორის კონტრაქტი ორმხრივი შეთანხმებით გაწყდა.

ჟვანიას შემცვლელთან დაკავშირებით "თელავი" მოლაპარაკებებს რამდენიმე სპეციალისტთან აწარმოებს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ფ ინჯიას მორიგი ხუშტურებია - ალბათ მალხაზ ჟვანიას აბრუნებენ გუნდში
ბაზი
10:25 10-08-2017
0

სიახლეები პოპულარული