დანებება არ იქნება! გორის "დილაში" კიდევ ერთ ბრაზილიელს ელოდებიან

AutoSharing Option
გორის "დილას" საქმეები ვერ არის კარგად, თუმცა კლუბში კაპიტულანტური განწყობა არ არის - გორელები არ ნებდებიან და ცდილობენ, საკადრო პრობლემები ახალი ფეხბურთელების დამატებით გადაჭრან.

ჰალიფ ალჰასანზე უკვე იცით. გორელთა კიდევ ერთ ახალწვეულს კი ქართველი გულშემატკივრის წინაშე წარდგენა ნაკლებად სჭირდება - 23 წლის გიორგი ფანცულაიას სხვადასხვა დროს "ტორპედოს", "ზესტაფონის", "ცხინვალისა" და "საბურთალოს" ღირსება დაუცავს. სწორედ ამ თბილისური კლუბიდან შეუერთდა ის "დილას". ფანცულაიას საქართველოს ყველა ასაკობრივ ნაკრებში უთამაშია.

ჩვენი ინფორმაციით, უახლოეს მომავალში "დილა" კიდევ ერთ ლეგიონერს დაიმატებს და ეს იქნება ბრაზილიელი მარცხენა
მცველი, რომლის ვინაობას კლუბში ჯერჯერობით არ აკონკრეტებენ. ამ ტრანსფერით გორული კლუბი ბოლომდე შეავსებს ლეგიონერების კვოტას.

"ტორპედოსთან" შეხვედრაში დაშავდა და საავადმყოფოში გადაიყვანეს "დილას" ახალგაზრდა მცველი ოთარ კუსიანი. გავარკვიეთ, რომ მის ჯანმრთელობას საფრთხე აღარ ემუქრება. კუსიანს ტვინის შერყევა აქვს და ჯერჯერობით "დილას" ვერ დაეხმარება.

რაც შეეხება გიორგი ფოფხაძეს, ის უკვე იწყებს სარეაბილიტაციო კურსს და, წესით, მინდორზე მისი დაბრუნება შორეული პერსპექტივა არ უნდა იყოს.

ეროვნული ლიგის მორიგ ტურში "დილას" უმნიშვნელოვანესი საშინაო მატჩი ელის უშუალო კონკურენტ ფოთის "კოლხეთთან".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
კი მაგრამ რომელ ,,ზაპრავკაზე" უნდა ამუშაოთ. მიხედეთ ნიჭიერ პატარა ბიჭებს და მოეშვით 100 დოლარიან ფეხბურთელების ყიდვას.
კოტე
12:56 22-08-2017
0
იმედია დილა ეხლა მაინც მოიგებს ფოთთან და თანდათან გამოასწორებს თამაშს და ეცდება გასავარდნ ზონას თავი დააღწიოს. ლეგიონერები კარგია მაგრამ ღირსეული უნდა იყოს და სასტარტოში უნდა ხვდებოდეს!!!
dragonfly
10:37 25-08-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული