მარტვილის "მერანი": გიორგი მიქაძე მიხეილ მახვილაძემ შეცვალა

AutoSharing Option
მარტვილის "მერანს" ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს. კლუბის ხელმძღვანელობამ იპოვა გიორგი მიქაძის შემცვლელი, ვინც კლუბს ცოტა ხნის წინ ერთობ მოულოდნელად გაეყარა. მარტვილელთა ხელმძღვანელობა ირწმუნებოდა, რომ გუნდს უცხოელი სპეციალისტი ჩაიბარებდა, მაგრამ მოვლენები სხვაგვარად განვითარდა.

გადაწყვეტილი ამბავია: "მერანს" სეზონის ბოლომდე 40 წლის მიხეილ მახვილაძე გაწვრთნის. სწორედ ამ ვადით გაფორმდა მასთან ხელშეკრულება.

რა თქმა უნდა, "მერანის" მიზანი საქართველოს ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში დაბრუნებაა. უნდა ვივარაუდოთ, რომ სწორედ გუნდის შედეგზე იქნება დამოკიდებული, დარჩება თუ არა მახვილაძე მერანელთა თავკაცად.

ქართველ გულშემატკივარს მახვილაძის თამაში კარგად უნდა ახსოვდეს. სხვადასხვა
დროს ის "ტორპედოს", "სამგურალის", "ლოკომოტივის", "ბათუმის", "ოლიმპის", "სიმურგისა" და "კოლხეთის" ღირსებას იცავდა.

საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ მახვილაძემ ხელი მწვრთნელობას მიჰყო. ბოლოს ის მამუკა ხუნდაძესთან ერთად ქუთაისის "ტორპედოს" 19-წლამდელთა გუნდს ედგა სათავეში. უფრო ადრე კი, 2015 წელს, "ტორპედოს" მთავარი მწვრთნელის ასისტენტი გახლდათ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
"მერანი" - "რუსთავი", რომელსაც ეროვნული ლიგა ლაივის სახით შემოგვთავაზებს
ogafa
21:49 23-08-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული