- დინამო(თბ)-საბურთალო 1:4 - როგორც ქარიშხალი [VIDEO]
"ლელომ" საბურთალოელთა მთავარ მწვრთნელ გია ჭიაბრიშვილთან მცირე ინტერვიუ ჩაწერა...
- "დინამოს" აქამდე არათუ
- "დინამო არენაზე" თამაში ყველასთვის ძალიან რთულია და გამონაკლისი არც "საბურთალო" იყო, მაგრამ ჩვენ კარგად ვითამაშეთ და დამსახურებულად გავიმარჯვეთ. თუმცა, ობიექტურად უნდა ვილაპარაკო - თბილისის "დინამოს" საკადრო პრობლემები ჰქონდა - ტრანსფერების გარდა, რამდენიმე მოთამაშე ტრავმირებული ჰყავდა. ასეთები ჩვენთანაც იყვნენ, მაგრამ სულ ვამბობდი - როცა ეს ბიჭები დაგვიბრუნდებოდნენ და რამდენიმე ტრანსფერს განვახორციელებდით, სხვანაირი გუნდი გვეყოლებოდა.
ახლა პირველად შემიძლია ვთქვა, რომ "საბურთალომ" სტაბილურობა შეიძინა, ბოლო დროს ხშირად იგებს... არ აგებს. და ეს ძალიან მახარებს.
- შესაძლოა, მაღალი პრესინგით თამაში ბევრს სურს, მაგრამ ამას კარგი ფიზიკური მომზადება სჭირდება და ყველა ვერ ახერხებს. "საბურთალო" კი მეტოქეებს სწორედ ამის ხარჯზე ამარცხებს. "დინამოსთანაც" ასე მოხდა...
- ჩვენი ბიჭები ძალიან მონდომებულები არიან და პროგრესირებენ. საერთოდ, "საბურთალოს" სურს, თამაში სულ სხვა ხარისხსა და დონეზე გადაიყვანოს. ძალიან მეამაყება ამ ახალგაზრდებთან მუშაობა, რომლებიც უკეთესი ხვალინდელი დღის იმედით თამაშობენ.
"დინამოსთან" მინიმალური ანგარიშით მოგებაც სასიხარულოა, აღარაფერს ვამბობ 4:1-ზე. მაგრამ უფრო მეტად იმან გამახარა, რომ ეპიზოდებში კარგი ხარისხის ფეხბურთი ვაჩვენეთ. "საბურთალოსა" და მის გულშემატკივრებს მნიშვნელოვან და ისტორიულ გამარჯვებას ვულოცავ!
- ამ ფეხბურთით სამეულში მოხვედრა წარმოუდგენელი არ იქნებოდა, რომ არა ლიდერებთან დიდი ჩამორჩენა...
- დავინახე როგორც დადებითი, ისე უარყოფითი მხარეები, რომლებსაც გამოვასწორებთ. ბოლო 7 მატჩია წაუგებლად ვთამაშობთ და მაღალი ადგილების დასაკავებლად ბრძოლას ბოლომდე ვაგრძელებთ. სანამ არის იმედი, არ უნდა დანებდე.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"