ოფიციალურად: "სამტრედიას" უჩა სოსიაშვილი გაწვრთნის

AutoSharing Option
საფეხბურთო კლუბ "სამტრედიას" ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს. კლუბის ოფიციალური საიტის ცნობით, "სამტრედიას" დღეიდან 28 წლის უჩა სოსიაშვილი გაწვრთნის.

"სამტრედიის საფეხბურთო კლუბის ადმინისტრაცია ახალ მთავარ მწვრთნელს, უჩა სოსიაშვილს მიესალმება. გუნდი ახალ მთავარ მწვრთნელთან ერთად პირველ ოფიციალურ ვარჯიშს დღეს, ეროსი მანჯგალაძის სახელობის სტადიონზე გამართავს", - წერია კლუბის განცხადებაში.

სოსიაშვილმა აღნიშნულ პოსტზე გია ცეცაძე შეცვალა, რომელმაც გუნდი გუშინ დატოვა. ბოლოს სოსიაშვილი "მარგვეთს" წვრთნიდა, მანამდე კი გორის "დილაში 3 სეზონი გაატარა და კლუბი ჩემპიონიც გახადა. 2013 წელს სოსიაშვილი "სამტრედიაშიც" მუშაობდა.
მკითხველის კომენტარები / 13 /
უჩა მაგარი კაცია ანორთოსისს რო მოუგო 3 . 0 რა მაგარი იყო დილასაც მაგრათ ათამასშებდა მემგონი სამტრედიას მოუხდება
toko
19:39 27-09-2017
0
რა გჭირთ ბიჯო ? რას უწუნებთ ამ კაცს რამ გაგაბოროტათ ასე 2 წლის წინ დარსაძეს კანტორაში B ლიცენზის სემინარს გავდიოდი და ლაპარაკი იყო ... ჩემი აზრი დავაფიქსირე რომ ერთ ერთი საუკეთესო ახალგაზრდა მწვრთნელიათქო სასტავმა ჩხუბი დამიწყო მინისტრის ცოლის დზმაა არისო ვიგააცამ მეორემ შინაგან საქმეთა სამინისტომ გაქაჩაო :D გორის დილაო .. სამტრედიაში რო იყო პირველ ლიგაში 1 ადგილზე მაშინ ვინ გაქაჩა ?? ან გორის დილაში ვანო მერაბიშვილი ატარებდა ხო ვარჯიშებს ამის მაგივრად ? შენ კიდე რო წერ ვიგაცა ხარ პირველგუნდში ვიყავიო და ეს მესამეშიო ეხლა სად ხარ რას წარმოადგენ საერთოდ ? მესმის ვიგაცამ შეიძლება პატარა ბიძგი მოგცეს მარა თუ უნიჭო ხარ ვერ გამოიყენებ.. მოკლედ ძალიან ნიჭიერი მწვრთნელია და ნუ ატრაკებთ
ttornike26@gmail.com
12:40 27-09-2017
1

სიახლეები პოპულარული