თავიდანვე შეუტიეს მასპინძლებმა და დებიუტშივე შეეძლოთ ანგარიშის გახსნა, მაგრამ თოთაძემ თერთმეტმეტრიანი ვერ გამოიყენა. სტუმრები თავს ორგანიზებულად იცავდნენ და 89-ე წუთზე ნდონგმა თავურით დალაშქრა ლიტოვჩენკოს კარი. მსაჯის მიერ ძირითადი დროისათვის წამატებულ 4 წუთში მასპინძლებმა სახეირო იერიშის მიტანაც კი ვერ შეძლეს, კინაღამ იქით მიიღეს მეორე გოლი (პირისპირ გასულ ოლაიტანის დარტყმული ლიტოვჩენკომ მოიგერია) და წააგეს. აღსანიშნავია, რომ "სამტრედიამ“ "დინამოს“ სტუმრად უკანასკნელად 23 წლის წინ სძლია.
"სამტრედია“ 61 ქულით მე-3 ადგილზეა, "დინამო“
"დინამო“: ლიტოვჩენკო, თოთაძე, გეგეჭკორი, ქარდავა, ძარია (85. თევზაძე), კიტეიშვილი, მიქელთაძე, სალუქვაძე, კობოური (90+3. კოვლატიუკი), კუცია (75. ქოჩლაძე), ქავთარაძე
"სამტრედია“: მიგინეიშვილი, მანჯგალაძე, რაჟამაშვილი, საბანაძე (90. სამუშია), ნდონგი, გოგიაშვილი, ახალაძე, მჭედლიშვილი, დათუნაიშვილი, გიი (90+2. მარკოზაშვილი, ოლაიტანი
გოლი: ნდონგი, 89 (0:1)
გაფრთხილება: მიგინეიშვილი (2), მანჯგალაძე (63), კობოური (68), მჭედლიშვილი (85)
ბევრი დაკარგა დინამომ ფეხბრუთელები, მაგრამ იმოდენა აკადემია იმიტომ ჰყავს რომ შევსება მუდამ ჰქონდეს და ეს ფეხბურთელები უფრო საიმედონი არიან ვიდრე ბოლო ძალებით მებრძოლი ტორპედო,რომელსაც გაისისათვის უკვე ძალები არ ეყოფა ამ შემადგენლობით რომ რაიმე სერიოზული განაცხადი გააკეთოს.
ამას გარდა კაჭარავამ კარგად ააწყო კლუბის თამაში და არც მომავალი გამარჯვებები გაგიკვირდეთ დინამოსი და არც სეზონის ბოლო მატჩში ტორპედოს დამარცხება.
ტორპედომ ჯერ გორში უნდა გადარჩეს დამარცხებას, თუ ფრე წამოიღოს უფალს მადლობა უთხრან. არც დინამოს ელის გასეირნება ჩიხურასთან.
და ბოლოს, დილას შემდეგ ტორპედო სამტრედიას ღებულობს და ალბათ იქ საბოლოოდ გადაწყდება ვინ იქნება ჩემპიონობის მთავარი პრეტენდენტი და საბოლოოდ დასამარდება ამ წლით ტორპედოს საჩემპიონო ამბიციებიც.
აიკრძალოს ფეხბუთი!
:(((