ეროვნული ლიგა. XXXI ტური: "სამტრედიამ" თბილისში "დინამო" 23 წლის შემდეგ პირველად დაამარცხა [VIDEO]

AutoSharing Option
23 ოქტომბერს ეროვნული ლიგის XXXI ტურში თბილისის "დინამო“ სახლში "სამტრედიასთან“ 0:1 დამარცხდა.

თავიდანვე შეუტიეს მასპინძლებმა და დებიუტშივე შეეძლოთ ანგარიშის გახსნა, მაგრამ თოთაძემ თერთმეტმეტრიანი ვერ გამოიყენა. სტუმრები თავს ორგანიზებულად იცავდნენ და 89-ე წუთზე ნდონგმა თავურით დალაშქრა ლიტოვჩენკოს კარი. მსაჯის მიერ ძირითადი დროისათვის წამატებულ 4 წუთში მასპინძლებმა სახეირო იერიშის მიტანაც კი ვერ შეძლეს, კინაღამ იქით მიიღეს მეორე გოლი (პირისპირ გასულ ოლაიტანის დარტყმული ლიტოვჩენკომ მოიგერია) და წააგეს. აღსანიშნავია, რომ "სამტრედიამ“ "დინამოს“ სტუმრად უკანასკნელად 23 წლის წინ სძლია.

"სამტრედია“ 61 ქულით მე-3 ადგილზეა, "დინამო“
65 ქულით ისევ პირველ პოზიციაზეა, მაგრამ ქუთაისის "ტორპედო“ ახლა ოდენ 1 ქულით ჩამორჩება.

"დინამო“: ლიტოვჩენკო, თოთაძე, გეგეჭკორი, ქარდავა, ძარია (85. თევზაძე), კიტეიშვილი, მიქელთაძე, სალუქვაძე, კობოური (90+3. კოვლატიუკი), კუცია (75. ქოჩლაძე), ქავთარაძე

"სამტრედია“: მიგინეიშვილი, მანჯგალაძე, რაჟამაშვილი, საბანაძე (90. სამუშია), ნდონგი, გოგიაშვილი, ახალაძე, მჭედლიშვილი, დათუნაიშვილი, გიი (90+2. მარკოზაშვილი, ოლაიტანი

გოლი: ნდონგი, 89 (0:1)

გაფრთხილება:
მიგინეიშვილი (2), მანჯგალაძე (63), კობოური (68), მჭედლიშვილი (85)

მკითხველის კომენტარები / 15 /
ეტყობა კალაძის გამერებამ იმოქმედა...
status quo
24 ოქტომბერი 2017 12:23
1
უნდა აიკძალოს 21 წლამდე ფეხბურთელის ტრანსფერი უცხოეთში!
Gura
24 ოქტომბერი 2017 11:00
0
სტადიონზე სიარულს რომ დაიწყებთ დინამოს გულშემატკივრებო მერე გამოთქვით პრეტენზიები ეხლა კი დააცადეთ ისეთ გუნდს ჩემპიონობა ვისმა გულშემატკივრებმაც იცის გუნდის პატივისცემა და სტადიონზე სიარული
Totti
24 ოქტომბერი 2017 10:58
1
შეეშვით ახლა უაზროდ დინამოს ძაგება -გინებას, ფეხბურთია და ხან წააგებ, ხან მოიგებ,ხან კიდევ ფრე.
ბევრი დაკარგა დინამომ ფეხბრუთელები, მაგრამ იმოდენა აკადემია იმიტომ ჰყავს რომ შევსება მუდამ ჰქონდეს და ეს ფეხბურთელები უფრო საიმედონი არიან ვიდრე ბოლო ძალებით მებრძოლი ტორპედო,რომელსაც გაისისათვის უკვე ძალები არ ეყოფა ამ შემადგენლობით რომ რაიმე სერიოზული განაცხადი გააკეთოს.
ამას გარდა კაჭარავამ კარგად ააწყო კლუბის თამაში და არც მომავალი გამარჯვებები გაგიკვირდეთ დინამოსი და არც სეზონის ბოლო მატჩში ტორპედოს დამარცხება.
ტორპედომ ჯერ გორში უნდა გადარჩეს დამარცხებას, თუ ფრე წამოიღოს უფალს მადლობა უთხრან. არც დინამოს ელის გასეირნება ჩიხურასთან.
და ბოლოს, დილას შემდეგ ტორპედო სამტრედიას ღებულობს და ალბათ იქ საბოლოოდ გადაწყდება ვინ იქნება ჩემპიონობის მთავარი პრეტენდენტი და საბოლოოდ დასამარდება ამ წლით ტორპედოს საჩემპიონო ამბიციებიც.
Guadua
24 ოქტომბერი 2017 10:36
3
კაი გახდა დინამო ჩემპიონი დავუშვათ, ვის უხარია ვის შეტკივა გული?
ლაშა
24 ოქტომბერი 2017 12:37
0
Sanam torpedos bolo omosuntqvaze rames itkodit, unda grcxvenodet tbilisis dinamos rpm amxela akademia gaaqeted da fulis shovnis meti araferi gainteresebt, romelia erti tqveni akademiis gacvrtvnilo da talanti? Talanti sheidzlrba ikosara tqvens akademiashi kvela daogupa vinamac tavi sheko, ase rom mag akademias ufro cota sicocxle (membrdzol sul ver ikodis) vidre beber torepedos:)))) mpmaval celsac ase iqneba dinamo, akademia , akademia da talantebi ar chans:)))) tqven imas zrdit vinsac fuli aqvs, da ara imas visac tamashi sheudzlia:))
Qutaiseli
24 ოქტომბერი 2017 12:20
1
იგივე საბერძნეთში ან სერბეთში ოლი ან პანათინაიკოსს რო დამართოს საკუთარმა პრეზიდენტმა ასეთი ამბავი - ფანები ისეთ დღეში ჩააგდებენ ქუჩაში ვერ გავა( იმის და მიუხედავად რო მაგარი მაფიოზა ტიპებია მფლობეკები) ჩვენთან კი ყველას გვკიდია "პა ბალშომუ" რა. სადმე კომენტარებში თუ დავპოსტავთ ორ წინადადებას და ამით მთავრდება ყველაფერი..
Vakhtang Lobzhanidze
24 ოქტომბერი 2017 05:32
0
გეთანხმები სრულიად, დინამოს და სხვა დანარჩენი კლუბების მესვეურები ერთ რამეზე ფიქრობენ, როგორ გააკეთონ ფული ნახევარტალანტებით, რადგან გაზრდას არ აცლიან ისე ყიდიან ყველას ვისაც ოდნავ რაღაც შეუძლია, ეს ყველაფერი კი საერთო ჯამში ქართულ ფეხბურთზე ზუსტად აისახება.
roma
24 ოქტომბერი 2017 10:49
0
ფაქტია რომ ფიფიას ხელში დინამო რეგრესისკენ მიდის. არცერთი სხვა მფლობელის ხელში არ იყო დინამო ეგეთ დღეში. ფიფიას ხელში დინამო ორჯერ ვერ მოხდა ევრო ტურნირებზე. სხვა მფლობელის დროს ეგეთი რამ არ მომხდარა. არც მაშინ წყვეტდა ციდან ვარსკვლავებს დინამო, მაგრამ ორ ეტაპს გუნდი სტაბილურად გადიოდა.ფიფიას ხელში მაგასაც ვეღარ ახერხებს. ალბათ წელსაც იგივე განმეორდება.
ალეკო
24 ოქტომბერი 2017 02:11
1
დინამოს რა ნიჭიერი ფეხბურთელებით შევსებაზეა საუბარი,როცა ამჟამინდელი დინამო უნიჭოების კრებულს წარმოადგენს; 3 მეტრიდან ცარიელ კარში გოლის გამტანი არავინაა, რომ არაფერი ვთქვათ პენალტების რეალიზებაზე.ისიც აშკარაა,რომ ადმინისტრაციის მხრიდან წარმოებს კლუბის მიზანმიმართული დასუსტება!
გივი
24 ოქტომბერი 2017 00:44
1
დინამოს ეს წარუმატებლობები არის ფიფიას დამსახურება, აბა რომ გაყიდა ნახევარი გუდი რა ეგონა.
გოჩა
24 ოქტომბერი 2017 00:09
0
სამტრედიის ჩიხურა რო მოგიგებს რაღა გუნდი და ფეხბურთი?!
აიკრძალოს ფეხბუთი!
Max Kurtis
23 ოქტომბერი 2017 23:11
16
მარტო დინამო თბილისი არ არის ქართული ფეხბურთი :)
დიტო
23 ოქტომბერი 2017 23:55
5
წლიდან წლამდე ასუსტებს "დინამო"-ს მისი მეპატრონე... შედეგიც სახეზეა
:(((
ქართველი888
23 ოქტომბერი 2017 22:40
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული