"სამჯერ გადავტრიალდით და წყლის არხში გადავვარდით" - "ჩიხურას" ავარიის დეტალები

AutoSharing Option
ხაშურის რაიონის სოფელ გომში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მოქმედი ვიცე-ჩემპიონის 9 ფეხბურთელი ბათუმის "დინამოსთან" გამართული ეროვნული ლიგის XXXI ტურის მატჩის შემდეგ თბილისში მიემგზავრებოდა.

ღამის 2 საათზე "ჩიხურას" მიკროავტობუსი ხაშურის რაიონის სოფელ გომთან ავარიაში მოყვა.

ყველაზე ძლიერად გუნდის კაპიტანი შოთა კაშია დაზიანდა. მას ლავიწის ძვალი აქვს გატეხილი. საბედნიეროდ, მიკროავტობუსში მყოფთა უმრავლესობა ტრავმებს გადაურჩა.

"ბათუმის მატჩის შემდეგ ჩვენი კლუბის მიკროავტობუსით 9 ფეხბურთელი თბილისში გავუშვით. ავარია ხაშურის ავტობანზე მოხდა. წვიმდა და მანქანა მოსრიალდა. კაშიას ლავიწის ძვლის მოტეხილობა აქვს, მაგრამ მთლიანობაში, ვითარებას
თუ გავითვალისწინებთ, კიდევ კარგად გადავრჩით. კაშიას გარდა, არავინ არ დაშავებულა", - ამბობს "ჩიხურას" პრესატაშე თორნიკე შალამბერიძე.

ბერიკა შუკაკიძე, "ჩიხურას" დირექტორი: "სველი გზა იყო. მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და მანქანა არხში გადავარდა. კაშია დაშავდა, მცირე ტრავმა მიიღო ბაჩანა ცხადაძემაც, მაგრამ ველაპარაკე მას და მითხრა, რომ თავს უკვე კარგად გრძნობს".

მომხდარი უფრო დეტალურად გვიამბო "ჩიხურას" თავდამსხმელმა დიმიტრი ტატანაშვილმა:

"ბათუმის "დინამოსთან" მოგების შემდეგ გახარებულები ვმგზავრობდით. არ გვეძინა და ვხედავდით, რომ უცებ ტრაილერმა გადაგვისწრო. ჩვენ ძალიან კარგი მძღოლი გვყავს, მაგრამ მაგარი წვიმა იყო, გზაზე წყალი იდგა და როცა ტრაილერმა გაგვისწრო, ჩვენი მიკროავტობუსი მოსრიალდა. მერე მახსოვს, სამჯერ გადავტრიალდით და იქვე ახლოს, წყლის არხში გადავვარდით. ამ ყველაფერს ვუყურებდით და, რა დასამალია, მაგარი შიში ვჭამეთ!

ჩვენ მცირედ დავზიანდით, მაგრამ, სამწუხაროდ, შოთა კაშიამ ლავიწის ძვალი გაიტეხა და ოპერაცია დასჭირდა. დიდი იმედი მაქვს, ის მალე დაგვიბრუნდება".

კაშიას ოპერაცია გუშინვე წარმატებით ჩაუტარდა.

"ოპერაციამ საათ-ნახევარი გასტანა. ყველაფერი კარგადაა, შოთა უკვე პალატაშია. სავარაუდოდ, კლინიკას 24 ოქტომბერს დატოვებს. ერთი თვე ხელი არ უნდა ამოძრაოს და მერე ვარჯიშს მსუბუქად განაახლებს, მოედანს კი, მაქსიმუმ, სამ-ოთხ თვეში დაუბრუნდება და დიდი დატვირთვით ვარჯიშსაც უპრობლემოდ შეძლებს", - ამბობს შალამბერიძე.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 4 /
ტარებას როდის ვისწავლით. გზაზე მოქცევა არ ვიცით
ანდრი
13:11 24-10-2017
4
მაგ ადგილზე წვიმის დროს დიდი გუბე დგება და ბევრი დაზარალებულა...
მეც მომიცურდა მანქანა მაგ ადგილზე წვიმაში...
jaba
13:12 24-10-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული