კოლხეთი-დილა - უკრაინელთა ხარჯზე [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
"კოლხეთმა" 5 თვის შემდეგ ეროვნულ ლიგაში პირველად მოიგო. ფოთელებმა 27 მაისს თბილისის "ლოკომოტივი" რომ დაამარცხეს, მას მერე მარაგი ისე გაანიავეს, კინაღამ ბოლო ადგილზე აღმოჩნდნენ.

ალექსანდრ შტელინის გაწვრთნილებმა "დილასთან" 33-ე ტურის საშინაო შეხვედრა კარგად ჩაატარეს და 1:0 გაიმარჯვეს.

შეხვედრას დაღი გუნდების მდგომარეობამ დაასვა: გადათამაშებაში მონაწილეობის უფლების შესანარჩუნებლად მასპინძლებს მხოლოდ მოგება სჭირდებოდათ, სტუმრები კი ბათუმის "დინამოს" 4 ქულით უსწრებდნენ და მათთვის ქულაც მისაღები იყო. აქედან გამომდინარე, გიორგი დარასელიას გუნდი უფრო ფრთხილად თამაშობ
და.

ერთადერთი გოლი 43-ე წუთზე კოლხების უკრაინელთა თავდამსხმელმა იგორ ბროვკომ გაიტანა და გუნდს მნიშვნელოვანი 3 ქულა მოუტანა. ცხადია, ფოთელების მოგებაში თავისი როლი იმანაც ითამაშა, რომ საკუთარ ქალაქში ითამაშეს, თუმცა ბევრი მაყურებელი არ ჰყოლიათ, ეგ იყო, რომ მცირედი თანადგომაც შეირგეს.

დიდი ხნის შემდეგ "დილას" ძირითადში გამოცდილი თავდამსხმელი ირაკლი მოდებაძე დაუბრუნდა, რომელსაც ტრავმის გამო დიდი დრო გაუცდა. მაგრამ გორელებმა ეს მატჩი აშკარად ჩააგდეს და მოდებაძეც ვერ იყო სასურველი ფორმაში. ქულის გადარჩენა გორელებმა მხოლოდ ბოლოს სცადეს და მთელი გუნდით შეტევაში გადავიდნენ, მაგრამ ვერაფერი მოახერხეს და ბოლოს კინაღამ მეორე გოლიც გაუშვეს.

კოლხებმა ამ შეხვედრის შემდეგ 23 ქულა დააგროვეს და გადათამაშებაში მოხვედრის შანსი დაიტოვეს. "დილა" კი 37 ქულით ისევ მე-7 პოზიციაზეა.

მატჩის სტენოგრამა
2" - ჯანელიძე საჯარიმოს მიუახლოვდა და კარგად გახსნილი მაჩარია მოძებნა, რომლის დარტყმულის შემდეგ სტუმრები მეკარე ბეგაშვილმა აშკარა გოლისგან იხსნა.
18" - ბუხაიძის ჩაწოდების შემდეგ დერებჩინსკიმ მცველებს აჯობა და კარში ახლოდან თავით დაარტყა, თუმცა ოდნავ ააცილა და მშვენიერი მომენტი გაანიავა.
21" - ჯარიმა მაჩარიამ შეასრულა. ბუხაიძე მცველს გაექცა და ახლოდან თავურით დაარტყა, მაგრამ ეს კარგად ვერ მოახერხა და მიზანს ააცილა.
35" - მეკარე სეფიაშვილმა გუნდი... თავისიანისგან იხსნა! კარში კირკიტაძემ დაარტყა და ბურთი, რომელსაც გოგონაია იგერიებდა, "ცხრიანისკენ" წავიდა და სწორედ ამ დროს გამოჩნდა სეფიაშვილის ოსტატობა.
35" - კუთხური პედრინიომ შეასრულა და კარს თავურით პაპავა დაემუქრა. ბურთი მიზანს ასცდა.
43" - გოლი! ბროვკომ კედელი გაუთამაშა დერებჩინსკის, მეკარესთან პირისპირ აღმოჩნდა და "კოლხეთი" დააწინაურა - 1:0.
53" - ჟიშკარიანმა საჯარიმოში კარის წინ ბურთი ბუხაიძეს დაუგდო. კოლხების თავდამსხმელი დარტყმამდე, კირკიტაძესთან ბრძოლის შემდეგ, მოედანზე დაეცა. მასპინძლები პენალტს ითხოვდნენ, მაგრამ არბიტრმა თამაში გააგრძელა, რითიც ფოთელი გულშემატკივრების რისხვა დაიმსახურა.
54" - კუთხურის ხაზიდან კილასონიამ ბურთი კარის წინ დერებჩინსკის ჩააწოდა. უკრაინელ თავდამსხმელს ახლოდან გატანა შეეძლო და არაზუსტი თავურით რეალური საგოლე მომენტი გააფუჭა.
71" - დერებჩინსკიმ კარის აღება უკვე მახვილი კუთხიდან სცადა. ბეგაშვილმა ბურთი კუთხურზე მოიგერია.
85" - ფოთელებმა სტუმრები კონტრშეტევაზე გამოიჭირეს. ნონდიმ შეტევა ჩაშალა და მოედნის ცენტრში მშვენიერი გადაცემით შეტევაზე დერებჩინსკი გაიყვანა, რომელიც მცველს გასცდა და მეკარესთან პირისპირ დარჩა, მაგრამ ბეგაშვილმა მასაც აჯობა, ხოლო დამატებაზე ნონდიმ მიზანს ააცილა.
88" - ბოლქვაძემ კარის სიახლოვეს შალიკაშვილი მოძებნა, რომელმაც მაჩაიძე იოლად ჩამოიცილა და კარიდან ხუთიოდე მეტრში მყოფმა დაარტყა - ბეგაშვილმა კარგი რეაქცია გამოავლინა და "დილა" აშკარა გოლს გადაურჩა.

ეროვნული ლიგა. XXXIII ტური
04.11. ფოთი. პარკი არენა
კოლხეთი-დილა 1:0
1:0 ბროვკო (43. დერებჩინკის პასით)
კოლხეთი (4-2-3-1): სეფიაშვილი - გ. კილასონია (83. შალიკაშვილი), გურეშიძე, გოგონაია, ნონდი - მაჩარია, ჯანელიძე (69. ბოლქვაძე) - ბროვკო, ჟიშკარიანი, ბუხაიძე (76. ბახია) - დერებჩინსკი
სათადარიგოები: შერმადინი, ვ. კილასონია
მწვრთნელი: ალექსანდრ შტელინი
დილა (4-2-3-1): ბეგაშვილი - სოფრომაძე (46. წიქარიძე), მაჩაიძე, კვახაძე, მორასი (77. ჰეიფორდი) - პაპავა, ძარია - კირკიტაძე, პედრინიო (56. გოგატიშვილი), ნონიკაშვილი - მოდებაძე
სათადარიგოები: მუჯრიშვილი, კუსიანი, აშორტია, ჭეჭელაშვილი
მწვრთნელი: გიორგი დარასელია
გაფრთხილება: პედრინიო (38), პაპავა (62), გურეშიძე (67), ჰეიფორდი (83), ნონდი (83), დერებჩინსკი (90+4)
არბიტრი: გ. კიკაჩეიშვილი

ბომბარდირები
ი. სიხარულიძე (ლოკომოტივი) 25
ბ. მიქელთაძე (დინამო თბ) 15
დ. ტატანაშვილი (ჩიხურა) 13
გ. ხარაიშვილი (საბურთალო) 13
გ. კუხიანიძე (ტორპედო) 11
თ. კაპანაძე (ტორპედო) 11

მომდევნო ტური
17 ნოემბერი, პარასკევი
ჩიხურა-ტორპედო

18 ნოემბერი, შაბათი
შუქურა-დინამო (თბ)
სამტრედია-კოლხეთი
დინამო (ბთ)-საბურთალო
დილა-ლოკომოტივი.


(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული