ეროვნული ლიგა. XXXIV ტური: "სამტრედიამ" სამეული გაინაღდა, "დინამო" კონკურენტს ელის [VIDEO]

AutoSharing Option
18 ნოემბერს ეროვნული ლიგის XXXIV ტურის ორი მატჩი გაიმართა.

ეროსი მანჯგალაძის სახელობის სტადიონზე "სამტრედიამ" ფოთის "კოლხეთს" უმასპინძლა და ანგარიშით 5:0 გაანადგურა.

მე-19 წუთზე ნიკოლოზ საბანაძემ ანგარიში გახსნა, ხოლო შემდეგ მაიკლ ოლაიტანიმ (33, 48) დუბლი მიითვალა. 59-ე წუთზე მასპინძელთა კიდევ ერთმა ლეგიონერმა ანტე გიიმ გამოიჩინა თავი. 73-ე წუთზე კი გიული მანჯგალაძემ საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

ამ გამარჯვებით "სამტრედიას" 64 ქულა დაუგროვდა და ეროვნული ლიგის სატურნირო ცხრილის სამეულში ადგილი გაინაღდა.



სამტრედია: 12. ომარ მიგინეიშვილი, 3. ლაშა კასრაძე,
6. გიული მანჯგალაძე, 7. დავით რაჟამაშვილი (64 გურამ სამუშია), 10. ნიკოლოზ საბანაძე, 18. ჯემალ გოგიაშვილი, 22. გიორგი მჭედლიშვილი, 24. ბაკარ ბალდე, 26. გიორგი დათუნაიშვილი (კ), 80. ანტე გიი (68 ვალერი ოლხოვი), 99. მაიკლ ოლაიტანი (77 გიგლა ბურკაძე)

კოლხეთი: 26. კონსტანტინე სეფიაშვილი, 2. გიორგი კილასონია (57 თამაზ ჟიშკარიანი), 3. ალექსანდრე გურეშიძე, 4. ლაშა გოგონაია (კ), 6. ამოს ნონდი (63 ლუკა მახარაძე), 8. ლევან კაკულია, 9. იგორ ბროვკო, 10. ალეკსანდრ დერებჩინსკი, 14. გიორგი ჯანელიძე, 18. ჯონ მაჩარია, 99. გიორგი ბუხაიძე

* * *
ქობულეთის "შუქურამ" "რაგბი არენაზე" თბილისის "დინამოს" უმასპინძლა და მინიმალური ანგარიშით დამარცხდა. შეხვედრაში ერთადერთი გოლი ხვიჩა კვარაცხელიამ 78-ე წუთზე გაიტანა. ამ მოგებით "დინამოს" 74 ქულა დაუგროვდა და თუ დღეს "ტორპედომ" საჩხერის "ჩიხურასთან" წააგო დინამოელები ჩემპიონობას ორი ტურით ადრე იზეიმებენ.



შუქურა: 12. ვლადიმირ მელნიჩენკო, 3. გიორგი კალანდაძე (22 შერმადინ ართმელაძე), 98. გელა გოგიტიძე, 99. რომან ჩაჩუა, 27. გიორგი კახელიშვილი, 8. ჯეფინიო, 11. ირაკლი კლიმიაშვილი (კ), 14. მარსელინიო, 17. ალექსანდრე გურული, 13. კობა შალამბერიძე, 7. დავით ჩაგელიშვილი (84 ერეკლე მალაზონია)

დინამო (თბ): 1. სერგი ლიტოვჩენკო, 3. ლაშა თოთაძე, 5. ლევან გეგეჭკორი, 8. ოთარ კიტეიშვილი (კ), 9. ბექა მიქელთაძე (90 გიორგი გადრანი), 11. აკაკი შულაია, 15. ლაშა ქოჩლაძე, 20. ლაშა სალუქვაძე, 24. დავით კობოური, 27. გიორგი კუცია (46 ზურიკო დავითაშვილი), 31. ბექა ქავთარაძე (57 ხვიჩა კვარაცხელია)
მკითხველის კომენტარები / 5 /
cecadze gaaqcies ,, pexburtelebi ukmayopiloa da gaaqcies da am dros yvelapers pexburtelebs da cecadzes braldeboda... yvelaperi piriqit xom ar aris shemtxvevit.. xalxi yvelapers xvdeba da imitoa aravin agar dadis stadionze.. yvelaze didi puli samtredias qonda wels da ra moxda? yvelaze kai gundi samtredias yavda da ra moxda yvela gadamwyveti tamashi ro waago tan ise ro ashkarad chanda gundma ar itamasha... araopropesionalebis xelshia gundii ashkaraa.. cecadze iseti saxelit wavida mtel samtredis sheayvara tavi da ucha sosiashvilo shen egre ver waxval..
ra xdeba
19 ნოემბერი 2017 12:59
1
უჩას რა ერჩი უსახელგვაროვ?
უჩა არაა კლუბის პრეზიდენტი!
Jango
20 ნოემბერი 2017 13:33
0
ერთ დროს სავსე ტრიბუნები რა დრო იყო. უხაროდა ხალხს სტადიონზე მისვლის. და დგეს სჰეაზიზგეს სტადიონზე მისვლა ხალხს. ცარიელი ტრიბუნები რატო რა ხდება მიზეზს არავინ კიტხულობს. მალე ეგეც აგარ მოვა ვინც დადის.
mzia da zezva
18 ნოემბერი 2017 16:32
0
მაგ კითხვები ომანაძეს და შალამბერიძეს.
გაისადაც ასე იქნება.
ლიგაში დარჩენისათვის ბრძოლა უფრო საინტერესო ყოფილა 200 - 300 000 ლარიანი ბიუჯეტით,ვიდრე 2 მილიონიანი ბიუჯეტით სამეულში, სადაც ხელფასების რაიმე ზრდას ვერცერთი ფეხბურთელი ვერ გრძნობს, სადაც წარმატების შემოქმედ ფეხბურთელებს(ვინც წავიდა)საჩემპიონო ღვაწლისათვის საერთოდ არაფერიც კი არ გადაუხადეს.
Guadua
18 ნოემბერი 2017 23:03
0
ის ხდებს რომ კლუბის ხელმძღვანელობა და ფეხბუბურთელები გადაყვა ერთმანეთზე ქიშპობას, ასე გრძელდებოდა მთელი სეზონის მანძილზე, მერე მწვრთნელიც შეცვალეს. რაც იყო იყო სეზონი ჩააძაღლეს სამეულში შევიდნენ და იმედია ახალ სეზონს შეხვდებიან ღირსეულად. რაც შეეხება ცარიელ ტრიბუნებს ეს მართლა ძნელი საყურებელია და გულს მტკენს,ამის გამო უნდა რცხვენოდეს როგორც გუნდის ხელმძღვანელობას,ისე სამვწვრთნელო შტაბს და ფეხბურთელებს რადგან ხალხს გული გაუტეეს და სტადიონზე მისვლა შეაზარეს. ცოტა ხანში ის 300 თუ 400 კაციც არ მოვა რაც დღეს იყო მოსული.
პ.ს. გ რ ც ხ ვ ე ნ ო დ ე თ!.
samtrezia
18 ნოემბერი 2017 23:01
0

სიახლეები პოპულარული