ირაკლი მოდებაძემ საფეხბურთო კარიერა დაასრულა

AutoSharing Option
გორის "დილას" თავდამსხმელმა 33 წლის ირაკლი მოდებაძემ ფეხბურთელის კარიერა 18 ნოემბერს ოფიციალურად დაასრულა. საქართველოს ჩემპიონს (2014), თასის (2014) და სუპერთასის (2011) მფლობელს, აგრეთვე ჩვენი ეროვნული ჩემპიონატის 2015 წლის სეზონის საუკეთესო ბომბარდირს ბოლო წლებში მუხლის ტრავმა აღარ აძლევდა შესაძლებლობათა სრულად გამოვლენის საშუალებას.

18 ნოემბერს "თენგიზ ბურჯანაძეზე", "ლოკომოტივთან" გორელთა კალენდარული მატჩის წინ ირაკლი მოდებაძე საზეიმოდ გააცილეს "დილას" მესვეურებმა და გულშემატკივრებმა. გასულ ტურში ფოთის "კოლხეთთან" ირაკლიმ "დილას" მაისურით მე-100 მატჩი ჩაატარა. სწორედ ამის ნიშნად მოდებაძეს სიმბოლურად "დილას" 100 ნომრიანი მაისურა გადაეცა.

მოდებაძეს საქართველოს
ჩემპიონატის გარდა უკრაინაშიც უთამაშია. ნათამაშები აქვს საქართველოს სხვადახვა ასაკობრივ ნაკრებებში, ასევე ეროვნულ გუნდში (3 მატჩი).

"მთელი ცხოვრება როდესაც ერთ საქმეს ემსახურები რასაკვირველია ადვილი არ არის გადაწყვეტილება მიიღო დასრულებაზე, მაგრამ ეს პერიოდი ყველას ცხოვრებაში მოდის და ცხადია ვერც მე ავუვლიდი გვერდს.

მე დიდი მადლობელი ვარ ჩემი კლუბის, გულშემატკივრების, ყველასი ვინც გვერდით მიდგა. მოპოვებული მაქვს რამდენიმე ძვირფასი ტიტული, რომელთაგან ახლა რომელიმეს ვერ გამოვარჩევ, რადგან ყველა მათგანი დიდი შრომის ნაყოფია და არ მინდა რომელიმეს გამოყოფით სხვა დროის მიღწევა დავაკნინო.

ჩემი კარიერიდან მხოლოდ ტრავმებს თუ ამოვიღებდი, თორემ სხვას არაფერს შევცვლიდი არც დღევანდელი გადასახედიდან" - გვითხრა ირაკლი მოდებაძემ.

LELO.GE
მკითხველის კომენტარები / 4 /
ყველაპრისტვის დიდი მადლობა მორე
liverpuli barselonas supermarketi.
22:05 19-11-2017
1
ძალიან დამწყდა გული.მაგარი კაცი ხარ მორე და ღმერთმა გაგიმარჯოს.წარმატებები პირად ცხოვრებაში.
paata
14:15 21-11-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული