დაწვით აქაურობა, ამათი *** - ქუთაისელი ფანების აგრესია და გინება "ტორპედოს" გაჩემპიონების შემდეგ [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
27 ნოემბერს, ეროვნული ლიგის ბოლო ტურის მატჩის შემდეგ, რომელსაც ჩემპიონი უნდა გამოევლინა, არასასიამოვნო ინციდენტი მოხდა.

სოციალურ ქსელში გამოქვეყნდა ვიდეო, სადაც ჩანს, როგორ იქცევიან ქუთაისელი გულშემატკივრები.

ქუთაისელმა ფანებმა "დინამო არენაზე" სკამები დააზიანეს და სტადიონისკენ ისროლეს, ხოლო ვიდეოს ავტორი "იქაურობის" დაწვისკენ მოუწოდებს ფანებს.

გაფრთხილებთ, ვიდეოში ისმის გინება და არანორმატიული ლექსიკა.

შეგახსენებთ, რომ მატჩი "ტორპედოს" გამარჯვებით, ანგარიშით 1:0 დასრულდა.

მკითხველის კომენტარები / 111 /
ვინც სკამები დაამტვრია ცხადია უინტელექტოა, მეც გავბრაზდი მაგრამ არ დამიმტვრევია. ვიცი რომ ბევრ ქუთაისელს ძალიან არ მოეწონა რაც მოხდა.
ასეთ გულშემატკივრებთან სამუშაოა ჩასატარებელი. ასევე მსაჯებთან და კომენტატორებთანაც, მიკერძოება კიდევ უფრო აშმაგებს იმ ადამიანებს ვისაც დიდი ჭკუა არ მოეთხოვება, ჰოდა მათ ნაცვლად იმან უნდა იფიქროს ვისაც მოეთხოვება. ამ საკითხს უფრო მასშტაბურად უნდა შევხედოთ. მთელი ცხოვრება დინამოს ვგულშემატკივრობდი, ცხადია ტორპედოს შემდეგ, მაგრამ ყოველთვის უსამართლობის განცდა მქონდა, ამიტომ ახლა ნაკლებად მაინტერესებს დინამოს ბედი, ვუყურებ ისე როგორც ერთ ჩვეულებრივ გინდს და არა როგორც ქართული ფეხბურთის ფლაგმანს. ფლაგმანი რის ხარჯზე გახდა ეგეც ყველამ იცის.
გიორგი
27 ნოემბერი 2017 14:26
3
"ტორპედომ" დამსახურებულად გაიმარჯვა. ვულოცავ!!! "გულშემატკივრებს" კი ვთხოვდი, აგრესიას მოუკლონ და სიმართლე დაინახონ. პენალტი იყო, რომელიც კვასხვაძემ მოიგერია და გუნდს ჩემპიონობა მოუტანა...
tngh
27 ნოემბერი 2017 13:01
1
რა გაგიკეთებია ცხოვრებაში სხვისას რო ლეწავ შე ტვინ გამორეცხილო . აგრძალეთ ესეთი ფან- კლუბები და საერთოდ აგრძალეთ ფან კლუბები გაუნათლებელი ხალხის ნავსაყუდელია. ფულადი ჯარიმით კი არ დასაჯოთ მოიყვანეთ ყურით და ესე გულით რო აგინებს დინამოს შეაკეთებინეთ დინამო არენა და თან ხარისხის კონტროლიც გაუწიეთ როგორ გააკეთებს და რაც მთავარია დინამო დინამო ამღერეთ ან ჩვენი ოქროს ბიჭები მოკლედ არჩევანი დიდია თვითონ ამოარჩევინეთ რეპერტუარი
LIVE
28 ნოემბერი 2017 01:13
4
ეს საწყალი რომ ავადმყოფია, ამაზე ლაპარაკიც არ ღირს. მაგრამ, ნუთუ არ შეიძლება რომ მოხდეს შეხვედრა გულშემატკივრებს შორის. გაირკვეს - ვის რა ბრალდება აქვს. რა უნდათ. ასე ხომ 1 ნაბიჯია კატასტროფამდე, უბრალო ჩხუბს ვინ დაეძებს, ჯიბეში დანა ხომ ყველა პატარა ლაწირაკს უდევს. უნდა ბოლო მოეღოს ამ უმსგავსოებას. და ფეხბურთელებს შეუძლიათ დადებითი როლი ითამაშონ. შეხვდნენ გულშემატკივრებს, ქუთაისში 1-2 დინამოელი წაიყვანონ, თბილისში 1-2 ქუთაისელი. მთავარი სურვილია - გზა ყოველთვის გამოჩნდება.
aleqsandre
27 ნოემბერი 2017 23:09
3
ტორპედოს ისე ეკუთვნოდა ჩემპიონობა როგორც ამ ჯოგს სიხარული
რუსთავი
27 ნოემბერი 2017 13:17
4
რატო აკეთებთ ამას? გგონიათ ვინმეს აყენებთ ამით ზიანს? ისევ თქვენ არ გაკლდებათ? თუ ფიქრობთ რომ ამას ან დინამო გააკეთებს თავის ფულით ან ფიფია ან რომელიმე ფეხბურთელი ძალიანაც შემცდარხართ. ამის გასაკეთებელ ფულს ისევ ბიუჯეტიდან არ გამოყოფენ? ხვალ კი ისევ თქვენსავე ტორპედოს და სხვა კლუბებს იმაზე ნაკლებს მიცემენ ვიდრე უნდა მისცენ. იმაზე ნაკლებ დახმარებას დაარიგებენ ვიდრე უნდა დაარიგონ და იმაზე ნაკლები სამუშაო ადგილი შეიქმნება ვიდრე უნდა შეიქმნას და საბოლოო ჯამში მივალთ იქამდე რომ იმაზე მეტს გადაგახდევინებენ ვიდრე უნდა გადაიხადო. ეხლა ამიხსენით ვინ დაზარალდა ამ ყველაფრით? დინამო, ფიფია, ფედერაცია თუ რომელიმე ჩინოვნიკი? ისევ თქვენს კისერზე არ გადავა ეს ყველაფერი? ამდენს რატო არ ფიქრობთ? დღეს რატო აკეთებ ისეთ რამეს, რომელიც ხვალ იმას გამოიწვევს რომ შესაძლოა თბილისამდე ჩამოსასვლელი ფულიც ვეღარ იშოვო? და ვეღარც ის 2 ლარიანი ბილეთი იყიდო? საკუთარ თავებს რატო ერჩით?
გივია
27 ნოემბერი 2017 12:33
0
ეს არც გულშემატკივრობაა და არც ფეხბურთის სიყვარული!!! თქვე დალოცვილებო მოიგეთ ხომ არ წააგეთ არა?რაგას ამტვრევთ ტრიბუნებს? ზოგადად წაგებაც და მოგებაც გირსეულად უნდა შეეზლოს ნაგდ გულშემატკივრებს . ტორპედოს რომ წაეგო ალბად დღეს დინამოსტადიონი არ იარსებებდა ამათგადამკიდე
leri
27 ნოემბერი 2017 12:27
1
რატომ უნდა დაიჭირონ, რა მოწოდებაა ეს?
თქვენ ეტყობა არასდროს ყოფილხართ სტადიონზე. თუ ყოფილხართ ალბათ ერთხელ, შვილთან გასეირნების დროს სტადიონის სანახავად.
ჯერ ის იკითხეთ რატომ ძვრება და ტყდება ასე ადვილად ტრიბუნის სკამები?

ფანები ფანებია. რა თქმა უნდა გული დაწყდათ, ბოლო წამებზე პენალტი რომ დაინიშნა. ემოციები ვერ მოთოკეს. ხდება.
თქვენ განახათ ინგლისის და იტალიის ფანების მოქმედებები.

ვულოცავ ქუთაისს ჩემპიონობას!!!
სკამები კი გაარემონტეთ, არაუშავს, დიდი დანაკარგი არაა.
Zug. West Georgia. )))
28 ნოემბერი 2017 10:00
15
ბათუმი არაკაცებმა დაანგრიეს,პოლიციამ ყველაფერს შორიდან უყურა და ხელი არ გაატოკა,ეროვნული სტადიონი და სხვა სტადიონებიც უკვე მერამდენედ დაანგრიეს ვაი ფანებმა.რეაქცია ნოლი.ქუთაისში კაცს ქვა მოარტყეს თავში.ისევ არავინ დასჯილა.სამაგიეროდ ქართული მარშის წევრებს დაამტვრიეს ფეხები და გადაუარეს,რეაქცია იქ მყისიერი იყო.დავსვათ კითხვა ,რატომ?პასუხი მარტივია.ისინი ქართულ ფასეულობებისათვის იბრძვიან,სწორედ ამიტომ გაუჩალიჩეს კორკოტას ის დამონტაჟებული კადრებიც,მთელი ქუთაისი რომ გააგიჟა,პოლიციაში კი ისევ ნაცისტების კადრები სხედან.
სოსო
27 ნოემბერი 2017 17:31
10
Es aris qutaiselebis kultura zrdiloba da yvelaperi mtel saqartvelos Rom ameteben tavs tavisi kulturit
Ilona
27 ნოემბერი 2017 14:14
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული