ლაშა თოთაძე თბილისის ''დინამოში'' კიდევ 2 წლით დარჩება

AutoSharing Option
თბილისის ''დინამოს'' მცველმა ლაშა თოთაძემ კლუბთან კონტრაქტი გაახანგრძლივა. 29 წლის ფეხბურთელი დედაქალაქურ გუნდში კიდევ ორი წლით დარჩება. თოთაძე გასული სეზონის საუკეთესო მცველად დასახელდა.

ლაშა თოთაძე:
''დინამო" ჩემი მეორე სახლია. მე მოხარული ვარ, ჩვენი ურთიერთობა კვლავ გრძელდება. დარწმუნებული ვარ, რომ ჩემს ახალგაზრდა თანაგუნდელებთან ერთად წინ არაერთი გამარჯვება მელის. მე, ჩემი მხრივ, მათ ყველანაირად მხარში დავუდგები. ჩემი ოცნებაა, კარიერის ბოლომდე "დინამოს" ვემსახურო'', – აღნიშნა თოთაძემ.


მომზადებულია fcdinamo.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 4 /
ყოჩაღ ლაშა, დიდებული საქციელია.
წარმატებები.
ანტიფეხბურთი
11 დეკემბერი 2017 22:26
0
ეს ორი წელი იქნება დინამოს ტრამპლინი მომავალი დიდებისკენ
Zezva
11 დეკემბერი 2017 18:02
0
აუფ ეხლა ნახეთ დინამოს წინსვლები...ეჰ დინამო დინამო
Dinamo
11 დეკემბერი 2017 15:46
0
jarimebs kargad asrulebs, magram dazvashi didi veraferi, bevr shezdomebs ushvebs))))
bacho
12 დეკემბერი 2017 15:24
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული