ლუკა ლაკვეხელიანი: ლა ლიგაში მსურს თამაში და რა თქმა უნდა, ძალიან რთული გზა მელის

AutoSharing Option
"საბურთალოს" ტალანტს, ლუკა ლაკვეხელიანს მშვენიერი წელი ჰქონდა.

მის საფეხბურთო კარიერაში რამდენიმე მნიშვნელოვანი მომენტი მოხვდა: ითამაშა ევროპის 19-წლამდელთა ჩემპიონატზე, იყო გამორჩეული კლუბის ძირითად შემადგენლობაში და სისწრაფეში რეკორდული მაჩვენებელი დააფიქსირა, ერთ-ერთი საუკეთესო იყო ახალგაზრდულ ჩემპიონთა ლიგაზე და "საბურთალოს" "ბროდარაცთან" რომ ჰყოლოდა, შეიძლება ქართულ გუნდს ეს ბარიერი დაეძლია კიდეც.

ახალგაზრდა ფეხბურთელს მის მომავალსა და განვლილ წელზე ვესაუბრეთ:

- პირველ რიგში, რჩები "საბურთალოში" თუ გაქვს შემოთავაზებები?
- ამ დროისთვის არანაირი ვარიანტი არ მაქვს, "საბურთალოში" ვრჩები.

- როგორ შეაფასებდი შენს წინა სეზონს? ერთ-ერთი გამორჩეული იყავი
როგორც კლუბში, ასევე ახალგაზრდულ გუნდში, რომელიც ჩემპიონთა ლიგაში ასპარეზობდა...

- სრულიად კმაყოფილი არ ვარ ჩემი სეზონით, შეიძლება ითქვას, კაი სეზონი მქონდა, მაგრამ ბევრი ტრავმა მომიწია და ამიტომ კარგ სეზონს ვერ დავარქმევდი.

- საქართველოს თასის ფინალზე გადაწყდა, რომ ევროთასებზე "საბურთალო" ვერ ითამაშებს. როგორ შეაფასებდი მთლიანად კლუბის მიერ ჩატარებულ სეზონს?
- ჩვენ მაქსიმალურად ვეცადეთ, რომ ევროტურნირებზე მოვხვედრილიყავით, მაგრამ არ გაგვიმართლა. მთლიანობაში, ვფიქრობ, ნორმალური სეზონი ჩავატარეთ.

- ახალგაზრდულ გუნდზე რას გვეტყოდი, რა დააკლდა გუნდს "ბროდარაცის" ბარიერის დაძლევამდე?

- რა თქმა უნდა, რთულია, როცა გუნდს ვერ ეხმარები და როცა სჭირდები. მე ვფიქრობ, ბიჭებს თავდაჯერებულობა დააკლდათ, თორემ შესაძლებელი იყო, გავსულიყავით.

- რამდენად ხედავ საქართველოს ეროვნულ ლიგაში განვითარების პერსპექტივას და მომავალ სეზონში მიზნად რას ისახავ?
- რაც იყო, იმასთან შედარებით, ეროვნულ ლიგაში წინსვლა არის. "საბურთალოს" გეგმა შემდეგ სეზონში, რა თქმა უნდა, ჩემპიონობა იქნება.

- ახალგაზრდული ნაკრებების წევრი ხარ. ბოლო პერიოდი 19-წლამდელებმაც და 21-წლამდელებმაც ცუდად იასპარეზეს, რა იყო, შენი შეფასებით, ამის მიზეზი?
- საქართველოს ნაკრებში ბიჭები ვინც არიან, ყველას უნდა, რომ თავისი ქვეყანა ასახელოს. ცუდად არავინ ეკიდება ამ საქმეს, უბრალოდ, არ გამოუვიდათ ჩემი აზრით და რა თქმა უნდა, ჩვენშიცაა პრობლემა.

- მომავალი წინ გაქვს. რომელია შენთვის იდეალური ჩემპიონატი, სადაც ითამაშებდი და რას ფიქრობ, რა დაგჭირდება ამისთვის?
- ლა ლიგაში მსურს თამაში და რა თქმა უნდა, ძალიან რთული გზა მელის.
მკითხველის კომენტარები / 4 /
წაემატებებს გისურვებ!!!
ლევანუ
21:14 13-12-2017
0
ძალიან მომწონს ლუკა,ლა ლიგა ზუსტად მისი თამაშის სტილს შეესაბამება.წარმატებებს ვუსურვებ და უტრავმო კარიერას.
სოსო
17:02 13-12-2017
0

სიახლეები პოპულარული