"კოლხეთის" დირექტორი: 2018 წელს რა დონის გუნდი გვეყოლება, ფინანსებზე იქნება დამოკიდებული

AutoSharing Option
ის, რომ "კოლხეთი" ეროვნულ ლიგაში დარჩა, ალექსანდრ შტელინის დიდი დამსახურებაა. თუმცა "ლელოსთან" ვრცელ ინტერვიუში მან თქვა, რომ, დიდი ალბათობით, გუნდს დატოვებდა.

მისივე სიტყვებია - კონტრაქტის გახანგრძლივებაზე არავინ დამლაპარაკებია და გამოდის, მომავალში ჩემთან თანამშრომლობას არ აპირებენო...

კოლხების სპორტული დირექტორი ლევან სართანია უკრაინელი სპეციალისტის წასვლას ჯერჯერობით გვიდასტურებს.

მისი თქმით, ყველაფერი დამოკიდებული იქნება იმაზე, მოახერხებს თუ არა კლუბი სპონსორების მოზიდვას.

"სეზონი დასრულდა და კონტრაქტი თითქმის ყველა მწვრთნელსა და ფეხბურთელს დაუსრულდა, ორიოდე მოთამაშის გარდა. 2018 წელს რა დონის გუნდი გვეყოლება, ეს ფინანსურ სიტუაციაზე იქნება
დამოკიდებული. ცხადია, შტელინის დარჩენასა თუ წასვლაზეც ეს ფაქტორი იმოქმედებს", - ამბობს სართანია.

იხილეთ გაგრძელება Lelo.ge-ზე
მკითხველის კომენტარები / 1 /
ჩემი აზრით გუნდი რომელსაც სპონსორი არ ყავს ლაპარაკი არაა მეპატრონეზე, ეროვნულ ლიგაში არაფერი არ ესაქმება. ეროვნულ ლიგაში კოლხეთი ერთადერთი გუნდია რომელლსაც სპონსორი არ ყავს. რა მიზნებისათვის უდა იბრძოლოს?
IRAKLI
21:15 26-12-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული