თბილისის "ლოკომოტივი" ექვსმა ფეხბურთელმა დატოვა

AutoSharing Option
თბილისის "ლოკომოტივი" ექვსმა ფეხბურთელმა დატოვა. გუნდთან ხელშეკრულების ვადა გიორგი რეხვიაშვილს, მამუკა კობახიძეს, ზურაბ მენთეშაშვილს, გეგა დიასამიძესა და ნოდარ ქავთარაძეს ამოეწურათ.

აღნიშნულმა ფეხბურთელებმა, კონტრაქტის დასრულების შემდეგ, კარიერის გაგრძელება სხვა კლუბში ისურვეს.

რაც შეეხება, ბექა ქურდაძეს, იგი ერთწლიანი არენდის შემდეგ, "საბურთალოში" დაბრუნდა.

თბილისის "ლოკომოტივმა" მადლობა გადაუხადა ფეხბურთელებს გაწეული სამოუშაოსთვის და კარიერაში წარმატებები უსურვა.

კლუბის ვებგვერდის ცნობით, ახალწვეულების შესახებ ინფორმაციას, ისინი რამდენიმე დღეში გააჟღერებენ.

მომზადებულია fcloco.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული