გიორგი დარასელია: გორის "დილა" ორი აფრიკელი ფეხბურთელით გაძლიერდება

AutoSharing Option
გორის "დილას" მთავარი მწვრთნელი გიორგი დარასელია გაზეთ "ლელოსთან" ინტერვიუში ახალი ფეხბურთელების დამატებაზე საუბრობს.

გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:

- ალბათ, "დილას" ლეგიონერებიც გააძლიერებენ...
- რა თქმა უნდა, ჩვენს გუნდში იქნებიან ლეგიონერებიც. აქ არის ერთი მნიშვნელოვანი მომენტი. მათ ჯერ საფუძვლიანად დავაკვირდებით, ბოლომდე დავრწმუნდებით მათ შესაძლებლობებში და მხოლოდ ამის შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას.

მინდა, ერთი სასიამოვნო ამბავიც ვამცნო ჩვენს გულშემატკივრებს - პრაქტიკულად გადაწყვეტილი ამბავია, რომ "დილა" ორი აფრიკელი ფეხბურთელით გაძლიერდება.

ისინი წელს გასამართ აფრიკის თასზე ითამაშებენ და ჩვენს გუნდს ამის შემდეგ შეუერთდებიან. ამ მომენტში მეტს
ვერაფერს გეტყვით, შემოვიფარგლები მხოლოდ ამ ინფორმაციით.

- ლეგიონერები ახსენეთ და, "დილას", ალბათ, გვარიანად გააძლიერებდა ლეანდრო რიბეიროს დაბრუნება. ამ ბრაზილიელმა კარგად წარმოაჩინა თავი. არის შანსი, რომ ის ისევ ვიხილოთ "დილაში"?
- ორი კვირის განმავლობაში ვიყავი ისრაელში, გვქონდა შეხვედრა და მსჯელობა კლუბის ხელმძღვანელობასთან. ასევე ვიყავი იქაურ ფეხბურთის ფედერაციაში... ვიმყოფებოდი ასევე იმ კლუბში, რომელშიც თამაშობს ლეანდრო რიბეირო.

ეს არის "მაკაბი ნეთანია". ძალიან ძლიერი გუნდია, ისრაელის ჩემპიონატში მეხუთე ადგილზეა და დიდ მიზნებს ისახავს. ლეანდროც თავდაუზოგავად ვარჯიშობს და ელის საკუთარ შანსს.

ამ დროისთვის საქმე ისეა, რომ კლუბი არ თამაშობს გამოკვეთილი ფლანგებით და ეს იწვევს იმას, რომ რიბეიროს მაინცდამაინც ხშირად არ ეძლევა თავის გამოჩენის შესაძლებლობა, მაგრამ ის ვარჯიშობს და სჯერა, რომ აუცილებლად მისცემენ შანსს.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია Lelo.ge-ზე
მკითხველის კომენტარები / 22 /
კუპერიც არ შევიმშნოვეთ ქართველებმა...მაგრამ დღეს დედამიწის მეოთხედზე საუკეთესო მწვრთნელად აღიარეს! ...მიდი გიორგი. ჩვენ გვჯერა შენი!ზოგიერთების ჯინაზე წელს უკეთესი შედეგი დადე.(დარწმუნებული ვარ ასეც იქნება!)
gori2
20:29 06-01-2018
0
ვაცადოთ მუშაობა, სხვა თუ არაფერი გამოცდილი მწვრთნელია :)
ანრი
00:22 05-01-2018
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული