ვლადიმერ გაზაევი "რუსთავის" მთავარი მწვრთნელი გახდება

AutoSharing Option
საფეხბურთო კლუბ "რუსთავში" დიდი ცვლილებებია. საუბარი მიდის გუნდის მთავარ მწვრთნელად ვლადიმერ გაზაევის დანიშვნის თაობაზე.

როგორც Sportall.ge-ს კლუბში უთხრეს, "რუსთავის" მთავარი მწვრთნელი, დიდი ალბათობით, ვალერი გაზაევი გახდება, ხოლო ვარლამ კილასონია გუნდში დარჩება, თუმცა, რა თანამდებობას დაიკავებს, ჯერჯეობით უცნობია.

აქვე გეტყვით, რომ საფეხბურთო კლუბი "რუსთავი" რამდენიმე დღეში გამოაქვეყნებს იმ ფეხბურთელების სიას, რომლებიც 2018 წელს იასპარეზებენ გუნდში.

დღეს კი კლუბის ფეხბურთელები სამედიცინო შემოწმებას გაივლიან.

20 იანვრიდან დაგეგმილია ადგილობრივი შეკრება, სადაც სრული შემადგენლობით, გუნდი ფიზიკურ მომზადებას გაივლის. შეკრება 9 დღეს გასტანს. ამის შემდეგ დაგეგმილია
უცხოური შეკრებაც.
მკითხველის კომენტარები / 3 /
რა კრიტერიუმებით ირჩევთ და ნიშნავთ მწვრთნელებს?
რითი ჯობია ახლა გაზაევი კილაონიას: საფეხბურთო გამოცდილებით,საფეხბურთო მიღწევებით,სამწვრთნელო მიღწევებით,თანამედროვე საფეხბურთო ხედვებით,მენტალიტეტით,თუ მსოფლმხედველიბით???
ზაზა
10:52 19-01-2018
0
ვინ არის სად უმუშავია,რომელ კლუბში? რა მიღწევები აქვს? მხოლოდ იმიტომ,რომ მამამისი ცნობილი მწვრთნელია? ისიც მხოლოდ რუსეთში?
zura
19:41 18-01-2018
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული