ფოთის "კოლხეთის" ამბები: სპონსორი, ახალი მწვრთნელი და ფეხბურთელები

AutoSharing Option
იმ დროს, როცა ფოთის "კოლხეთი" წყალწაღებულებში ჩავთვალეთ, კლუბში საინტერესო მოვლენები განვითარდა.

კოლხებს სპონსორი და ახალი მწვრთნელი ჰყავთ, მალე ახალ ფეხბურთელებსაც დაიმატებენ. ამას გარდა, შესაძლოა, კლუბი სულაც გასხვისდეს.

ეს ყველაფერი "კოლხეთის" დირექტორმა თემურ ბარქაიამ გვითხრა...

- ფოთის "კოლხეთში" მომხდარი ამბები გულშემატკივარს აფიქრებინებს, რომ კლუბში კრიზისია და ვერ იკრიბებით...
- არანაირი კრიზისი არ არის, მალე შევიკრიბებით. ჩვენ გვყავს ახალი მთავარი მწვრთნელი, რომელიც ფეხბურთელებს 20 იანვარს დაელაპარაკება და შეკრებას დავიწყებთ.

- ახალი მთავარი მწვრთნელი ვინ არის?
- რუსი კონსტანტინ გალკინი, რომელიც რუსეთში ავარჯიშებდა
ბევრ გუნდს, მათ შორის, "ჩელიაბინსკს", ორენბურგის "გაზოვიკს", ნიჟნი ნოვგოროდის "ვოლგას" და ბოლოს დროს ამავე ქალაქის "ოლიმპიეცს".

- ეს მწვრთნელი როგორ მოძებნეთ?
- მეგობრების დახმარებით, დავილაპარაკეთ და საერთო ენა გამოვნახეთ. ის "კოლხეთში" ერთწლიანი კონტრაქტით იმუშავებს. თუმცა, ნახევარი წლის შემდეგ კიდევ დავილაპარაკებთ.

დავგეგმეთ, თუმცა, მეტოქეებს მოგვიანებით გავარკვევთ.

- სპონსორი კარგია, მაგრამ ახლა გუნდში, ფაქტობრივად, ფეხბურთელი აღარ დარჩა...
- გამომდინარე აქედან, ბევრის დამატება მოგვიწევს. საინტერესო ფეხბურთელები მოვიწვიეთ, მათ შორის, ლეგიონერებიც.

- შეგიძლიათ რომელიმე მათგანი დაგვისახელოთ?
- რამდენიმე ძალიან კარგი ფეხბურთელია. მათთან სიტყვიერი შეთანხმებაც გაგვაჩნია, მაგრამ კონტრაქტებს 20 იანვრის შემდეგ გავაფორმებთ და რაიმე გაუთვალისწინებელი რომ არ მოხდეს, ყველას ჩამოთვლას მოვერიდები.

მხოლოდ რამდენიმეს ვიტყვი: ერთი მათგანი 30 წლის შემტევი ნახევარმცველი ვლადიმერ გოგბერაშვილია, რომელსაც ბევრ ცნობილ გუნდში უთამაშია, ბოლოს კი ნიჟნი ნოვგოროდის "ოლიმპიეცში" გამოდიოდა.

მეორეა ირაკლი ჭეჟია, რომელიც მოსკოვის "სპარტაკის" აღზრდილია და ქობულეთის "შუქურაში" გამოდიოდა. ჩვენთან ზურაბ არზიანიც ითამაშებს და მჯერა, გუნდს დიდ სამსახურს გაუწევს.

მათ გარდა, "კოლხეთში" იქნება პეტერსონ კაბორე და უკრაინელი მეკარე ანდრეი პოლტავცევი, რომლებიც ლანჩხუთის "გურიაში" თამაშობდნენ. პოლტავცევი 26 წლისაა, ლუგანსკის "ზორიას" აღზრდილია და ამ გუნდში ოფიციალური თამაშებიც ჩაუტარებია.

გვეყოლება რუმინელი თავდამსხმელი ალექსანდრე ბადაუტაც, რომელიც ბუქარესტის გუნდებში თამაშობდა - "იუვენტუსსა" და "დინამოში", ასევე, რუმინულ "ოლექსანდრიაში", ბოლოს კი "ასუ პოლიში". კიდევ ორ რუს თავდამსხმელს ველოდებით. თუმცა, ვიმეორებ - ჯერ კონტრაქტი არც ერთ მათგანთან არ გაგვიფორმებია.

იხილეთ ინტერვიუს გაგრძელება Lelo.ge-ზე
მკითხველის კომენტარები / 4 /
Rodis itamasebs kolxeti sakutar stadionze, vinaa axali mwvrtneli, axali sponsori da ra imedebia gundshi gadzlierebis saburtalostan tamashis shemdeg sadac didi angarishit wavaget, ras vapirebt momavali tamashebze? Isev gagrdzeldeba aseti mougebeli seriebi? Ra tqma unda ara magram risi imedebi gvaqvs rodis aviwevt zeda safexurebze, 10 kacit kolxetma sauketeso tamashi anaxa axlaxans da mtlianma gundma saswauli angarishi waago ras apirebs undis tavkaci momavali tamashebze,
kaxa
11 მაისი 2018 23:12
0
დირექტორი გამოცვალეთ.შედეგი მერე გექნებათ
თენგიზი
20 იანვარი 2018 12:09
0
ამას ჰქვია მკვდარი წამოდგაო)))
zura
19 იანვარი 2018 21:00
0
ვაახ , საიდან მოყავთ ეს ჭ დონის ფეხბურთელები
pablito
19 იანვარი 2018 17:47
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული