ეროვნული ლიგა 2-ის ტრანსფერები: ბათუმის "დინამო" და "მერანი" აქტიურობენ

AutoSharing Option
მომავალ სეზონში ეროვნულ ლიგა 2-ში უფრო დაიძაბება სიტუაცია, რადგან ბოლო პერიოდის რამდენიმე გამორჩეული გუნდი იასპარეზებს.

რა სიტუაციაა ტრანსფერების მიხედვით, ამას სტატიაში იხილავთ.

ბათუმის "დინამოს" 8 ახალი ფეხბურთელი ჰყავს: "რუსთავიდან" - მიხეილ ალავიძე, "ჩიხურადან" - ზაზა ჭელიძე და ბესიკ დეკანოიძე, "დილადან" - მალხაზ გაგოშიძე, "კოლხეთიდან" - გიორგი ჯანელიძე, "გურიიდან" - ლევან შარიქაძე, "ბეთლემიდან" - ნიკოლოზ დიასამიძე, "მერანიდან" - ლაშა ჩალაძე.

9 ახალი ფეხბურთელი ჰყავს მარტვილის "მერანსაც": "ტორპედოდან" - კახაბერ მეშველიანი, ბათუმის "დინამოდან" - ნიკა მგელაძე, "კოლხეთიდან" -თამაზ ჟიშკარიანი და დავით ბოლქვაძე,
"სონგხია იუნაითედიდან" - გიორგი ციმაქურიძე, "ცხინვალიდან" - ვაჟა მათიაშვილი, "გაგრიდან" - ნიკოლოზ ხინთიბიძე, "ცხუმიდან"- გიორგი ჯანჯღავა და თავისუფალი აგენტი - ლადო შულაია.

6 ახალი ფეხბურთელია "ვიტ ჯორჯიაში": "35 სკოლიდან" - ლაშა ნიკოლეიშვილი, "გაგრიდან" - გიორგი გეთიაშვილი და ცოტნე მოსიაშვილი, "გურიიდან" - ნოდარ კიკნაველიძე, "რუსთავიდან" - გიორგი ვასაძე, "ლოკომოტივიდან" - თორნიკე მუზაშვილი.

"სამგურალი": ხონის "იმერეთიდან" - გიორგი ხელაძე, "ბორჯომიდან" - მამუკა ღონღაძე, იჯარით "ტორპედოდან" - გაბრიელ საღრიშვილი.

"გაგრა": "ლოკომოტივიდან" - ლუკა ვარძელაშვილი, "ჩიხურადან" - ცოტნე მესხი, "რუსთავიდან" - რატი წაწკრიალაშვილი, "დინამოდან" - ალექსანდრე გამცემლიძე.

"შევარდენი": "სამტრედიიდან" - დავით მთივლიშვილი, "შუქურადან" - თორნიკე თუხარელი, "მერანიდან" - შოთა ჯიქია.

"ცხინვალი": "დინამოდან" - ნიკოლოზ ყურშავიშვილი.

სამწუხაროდ, "შუქურაზე", "თელავსა" და "ნორჩ დინამოზე" ინფორმაცია არ გვაქვს.

* ინფორმაცია არაოფიციალური სახისაა

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული