საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საშეჯიბრო განყოფილებამ ეროვნული ლიგისა და ეროვნული ლიგა 2-ის პირველი ტურის განრიგი დაამტკიცა. საიუბილეო, 30-ე ჩემპიონატი 1-ელ მარტს ეროვნული ლიგა 2-ის ორი მატჩით დაიწყება, ეროვნული ლიგა კი ერთი დღით გვიან აიღებს სტარტს. ეროვნულ ლიგას მოქმედი ჩემპიონი, ქუთაისის "ტორპედო" გახსნის საშინაო მატჩით - იმერლები "რამაზ შენგელიას სტადიონზე" გორის "დილას" უმასპინძლებენ.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ახალ ჩემპიონატშიც აქტიურად გააგრძელებს გაშუქებაზე მუშაობას და, რა თქმა უნდა, სატელევიზიოს გარდა, ეროვნული ლიგის ყველა მატჩის ინტერნეტტრანსლაციას განახორციელებს. გარდა ამისა, სიახლეა ის, რომ მოხდება ეროვნული ლიგა
2-ის ყველა ტურის ცენტრალური მატჩის ჩვენებაც.
მომზადებულია eliga.ge-ს მიხედვით