საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის განცხადება

AutoSharing Option
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვებგვერდზე განცხადება გამოქვეყნდა, რომელიც ქართული კლუბების სხვა ქალაქებში მატჩების გამართვას ეხება.

განცხადებას გთავაზობთ უცვლელად:

"საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საშეჯიბრო განყოფილებამ 8 თებერვალს გამოაქვეყნა ეროვნული ლიგისა და ეროვნული ლიგა 2-ის საწყისი ორი წრის კალენდარი. ამრიგად, 2018 წლის სეზონი ოფიციალურად 1-ელ მარტს დაიწყება.

2018 წელი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი იქნება ქართულ ფეხბურთში დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების გამო. სწორედ ამ მიზეზითაა განპირობებული რამდენიმე გუნდის საშინაო არენის დროებითი ცვლილება.

კერძოდ, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ინიციატივითა და სრული ფინანსური მხარდაჭერით, პირველ ეტაპზე ქვეყნის ექვსი ქალაქის სტადიონზე
დაიგება საერთაშორისო სტანდარტის მინდვრის საფარი და დამონტაჟდება სარწყავი სისტემა.

ეს ქალაქებია ფოთი, ქობულეთი, სამტრედია, წყალტუბო, ივანწმინდა და ბოლნისი. საფარის გარდა, ამ სტადიონებზე მუნიციპალიტეტების მიერ დაგეგმილია სხვადასხვა სახის სარეკონსტრუქციო სამუშაოც.

ეროვნული ლიგისა და ეროვნული ლიგა 2-ის განახლების თარიღია 3-4 აგვისტო. სწორედ ამ დროისთვისაა დაგეგმილი ზემოაღნიშნული სტადიონების გახსნა და გუნდების მშობლიურ, განახლებულ მოედნებზე დაბრუნება.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია იმედოვნებს, რომ გულშემატკივრები მხარს დაუჭერენ ამ უმნიშვნელოვანეს პროექტში და მიუხედავად მცირე სირთულეებისა, დროებით სხვა ქალაქებშიც მხურვალედ უქომაგებენ თავიანთ გუნდებს".
მკითხველის კომენტარები / 4 /
ასე რომელ ქვეყანაშია, სამტრედიას და საჩხერეს სტადიონები არ აქვთ და ვისთვის თამაშობენ გულშემატკივარმა თუ ვერ იარა, რა აზრი აქვს ასეთი გუნდს ქალაქშI
Goga
17:36 09-02-2018
2
kargi ambavia..rac kargia kargia..ese ertianat romar gaketdeba yvela qalaqsa da raionshi eg chvenc vicit..da ese nabij nabij unda wavidet win.warmatebebi qartul fexburts...
romandro
15:14 09-02-2018
0

სიახლეები პოპულარული