ეროვნული ლიგა 2018. საჩხერის "ჩიხურას" წარდგენა

AutoSharing Option
Sportall.ge აგრძელებს 2018 წლის ეროვნულ ლიგაში მონაწილე გუნდების წარდგენას.

24 თებერვალს საქართველოს სუპერთასია, ხოლო ერთ-ერთი ფინალისტი საქართველოს თასის გამარჯვებული საჩხერის "ჩიხურაა". 2013 წელს იმერულ კლუბს ერთხელ უკვე აქვს სუპერთასი მოპოვებული და მაშინაც გუნდის მწვრთნელი სოსო ფრუიძე იყო.

"ჩიხურამ" წინა სეზონი მე-5 ადგილზე დაასრულა, ხოლო საქართველოს თასის ფინალში "ტორპედოსთან" პენალტების სერიაში დინო ჰამზიჩის მოგერიებული პენალტით თასის მფლობელი გახდა და ევროპა ლიგის შესარჩევი ეტაპის საგზურიც მოიპოვა.

კლუბში განსაკუთრებული სიახლეები არ არ
ის, გარდა ერთისა: "ჩიხურა" პირველი-ორი წრე თბილისში, დავით პეტრიაშვილის არენაზე ითამაშებს. მიზეზი ის არის, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია მოედნის დაგებას იწყებს.

ტრანსფერები
როგორც საქართველოს ჩემპიონატს სჩვევია, კლუბში დიდი მისვლა-მოსვლა იყო და ახალ სეზონსაც საჩხერლები თითქმის ახალი გუნდით დაიწყებენ. ვერც იმას ვიტყვით, რომ კლუბი მომსვლელი ფეხბურთელებით გაძლიერდა და მომავალ სეზონში სერიოზული ძალა იქნება. პოზიტივად მხოლოდ გუნდის უკანა ხაზის შენარჩუნება შეგვიძლია მივიჩნიოთ. კლუბში რჩება ბოსნიელი მეკარე დინო ჰამზიჩიც.

კლუბიდან წავიდნენ: გიორგი კორიფაძე (დილა), თორნიკე გორგიაშვილი და დიმიტრი ტატანაშვილი (საბურთალო), ბაჩანა ცხადაძე და პაპუნა ფონიავა (რუსთავი), მიხეილ სარდალიშვილი და თორნიკე გრიგალაშვილი (ტორპედო), გიორგი ივანიშვილი (თბილისის დინამო), გიორგი განუგრავა (სამტრედია), თორნიკე მესხი (გაგრა), ოთარ კვერნაძე (მერანი), ზაზა ჭელიძე და ბესიკ დეკანოიძე (ბათუმის დინამო).

კლუბში მოვიდნენ: დავით მაისაშვილი (მერანი), რევაზ ჩიტეიშვილი და ირაკლი ბუღრიძე (ლოკომოტივი), დავით მეგრელიშვილი (გურია), თეიმურაზ მარკოზაშვილი (სამტრედია), დემურ ჩიხლაძე (სამგურალი), გიორგი ბუხაიძე (კოლხეთი), კახა კახაბრიშვილი (ვიტ ჯორჯია), გიორგი ცერცვაძე (ცხინვალი).

შეკრება
"ჩიხურამ" შეკრება თურქეთში, ქალაქ სიდეში გამართა, საკმაოდ კარგ გარემოში. თუმცა მეტოქეებსაც ასე ვერ დავახასიათებთ, კლუბს ძალიან დაბალი დონის მეტოქეები ერგო და ნაჩვენები შედეგი დღევანდელი ქართული ფეხბურთის მდგომარეობას ნათლად ასახავს. გუნდმა სამი შეხვედრა ჩაატარა: 1 მოიგო, 1 ფრე და 1 წაგება. სულ 4 შეხვედრა იყო დაგეგმილი. 18 თებერვალს იმერლები "ობოლონს" უნდა დაპირისპირებოდნენ, თუმცა, სავარაუდოდ, ეს შეხვედრა არ შედგა.

ესტონეთის ჩემპიონატი შეიძლება უეფას რეიტინგში 3 საფეხურით წინ იყოს, თუმცა მათი ჩემპიონატის თამაშებს თუ დავაკვირდებით, მივხვდებით, რა დონესთანაც გვაქვს საქმე. "ლევადია" ესტონეთში მე-2 ადგილზე გავიდა და ამხანაგურ შეხვედრაში "ჩიხურა" 5:1 გაანადგურა. მარცხი შეიძლება ასეთი მტკივნეული არ ყოფილიყო, მაგრამ ასეთი შედეგი არ არის სასიამოვნო.

მეორე შეხვედრაში საჩხერლები გუგა ფალავანდიშვილის "პოდბესკიძიეს" 1:1 დაუზავდნენ. ეს გუნდი პოლონეთის მე-2 ლიგაში ასპარეზობს და მე-12 ადგილზე იმყოფება. პოლონეთის ლიგა კი არც ტოპ-ლიგებში შედის და არც მისი მეორე ლიგა გამოირჩევა. ამას ისიც ემატება, რომ კლუბში ბევრი ახალწვეულია და შეკრებას მაქსიმალურად იყენებენ, რათა შეთამაშდნენ.

ბოლო შეხვედრაში "ჩიხურამ" ყაზახური "ქაისარი" 3:1 დაამარცხა, რომელმაც 2017 წლის სეზონი მე-6 პოზიციაზე დაასრულა. ეს მატჩი, რა თქმა უნდა, იმერლებისთვის შეკრების პოზიტიური დასასრული გამოდგა და სუპერთასისთვის დადებითი განწყობით დაუბრუნდება საქართველოს.

დასკვნა
2018 წლის სეზონში "ჩიხურას" გაუჭირდება იმავე მიზნებისთვის ბრძოლა, რადგან მისი შემადგენლობა უფრო სუსტად გამოიყურება. თუმცა კლუბს ჰყავს სოსო ფრუიძე, რომლის წყალობით კლუბი ყველა სიტუაციაში პოულობს გამოსავალს და სასურველ შედეგს აღწევს. მან რამდენჯერმე შეძლო საქართველოს პირველობაზე და ევროთასების საკვალიფიკაციო ეტაპზე ქომაგისთვის სიურპრიზის შეთავაზება.



მკითხველის კომენტარები / 2 /
იმედია წელსაც ღრმად დაამწუხრებენ ტორპედოელებს ჩიხურლები.
5-0 ვერ იქნება მარა 3-0-იც საკმარისია ან 4-1
Jango
16:33 20-02-2018
3
სოსო ფრუიძეს არ ეშლება ახალგაზრდა ნიჭიერი ფეხბურთელების მოკვანა გუნდში.წიწილებს შემოდგომაზე ითვლიან>წარმატებები ბიჭებო ,მხოლოდ დიდი შრომით მიახწევთ სასურველ შედეგს.
fani
12:01 20-02-2018
4

სიახლეები პოპულარული