ვინ რამდენს იხდის? - როგორია საშუალო ხელფასი საქართველოს ჩემპიონატში

AutoSharing Option
ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდმა "ფეისბუქზე" ძალიან საინტერესო ინფორმაცია გამოაქვეყნა.

კერძოდ კი, 2017 წლის კლუბების საბაზისო დაფინანსების სახელფასო კომპონენტის კვლევა, სადაც ნათლად ასახულია კლუბების სახელფასო პოლიტიკა (ფონდიდან გაცემული სახსრების მიხედვით).

ფონდმა ეროვნული ლიგისა და ეროვნული ლიგა 2-ის მონაცემები გამოაქვეყნა.

დავიწყოთ ეროვნული ლიგით.

Sportall.Ge

აღსანიშნავია, რომ 2017 წელს ეროვნული ლიგის ყველა კლუბის 342 ფეხბურთელიდან 3000 ლარზე მეტი ხელფასი 85 ფეხბურთელს ჰქონდა. დანარჩენი იხილეთ პირველ ფოტოზე.

გამოსარჩევი ფაქტია, რომ ეროვნულ ლიგაში საშუალოდ ყველაზე მაღალი ხელფასი, 2 925 ლარი ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელებს ჰქონდათ, თუმცა მათ
ეროვნულ ლიგაში ადგილი ვერ შეინარჩუნეს და პლეი-ოფების მატჩებში დამარცხდნენ. ახლა ეროვნულ ლიგა 2-ში გამოდიან.

ბათუმის "დინამოს" 14 ფეხბურთელი 2017 წელს ხელფასის სახით 3 000 ლარზე მეტს იღებდა. ეს მაჩვენებელიც ყველაზე დიდია. 3000 ლარზე მეტ ხელფასს, როგორც სურათზე ხედავთ, სხვა კლუბებში უფრო ნაკლები ფეხბურთელი იღებდა.

ყველაზე საინტერესო ის არის, რომ "საბურთალოს" საშუალოდ ყველაზე დაბალი ხელფასები აქვს, მაგრამ 2017 წელს სატურნირო ცხრილში მე-4 ადგილი დაიკავა.

შეიძლება ცოტა სასაცილოდ ჟღერდეს, მაგრამ 2017 წელს ეროვნული ლიგის ფეხბურთელების 36 პროცენტს ხელფასი 900 ლარზე ნაკლები ჰქონდა.

საერთო ჯამში კი, ეროვნულ ლიგაში 2017 წელს საშუალო ხელფასი 2 306 ლარი იყო. არ დავიწყებთ იმაზე მსჯელობას, ცოტაა ეს თუ ბევრი, რადგან ამაზე ბევრი ფაქტორი მეტყველებს.

ამ მონაცემებმა ერთი რამ გვიჩვენა: თუ ერთი კლუბი დაბალი სახელფასო ბიუჯეტით მე-4 ადგილს იკავებს, რატომ არ შეუძლია თუნდაც იგივე ბათუმის "დინამოს" უკეთესი შედეგის დადება, როცა მისი სახელფასო ბიუჯეტი ლამის ორჯერ მეტია? პასუხი მენეჯმენტის პრობლემაა, ასევე, ფულის არასწორი ხარჯვა, სელექციის ხარვეზი, სიტუაციის არასწორი შეფასება და ა.შ.

ახლა გადავიდეთ ლიგა 2-ზე.

Sportall.Ge

ეროვნულ ლიგა 2-ში ხელფასები 236 ფეხბურთელზე გაიცა. რა თქმა უნდა, მეორე ლიგაში ხელფასები უფრო დაბალია, უფრო სწორად, ძალიან დაბალია. 33 ფეხბურთელი სულაც 500 ლარზე ნაკლებს იღებდა.

"რუსთავი", რომელიც ამჟამად ეროვნულ ლიგაში ასპარეზობს, ყველაზე დაბალანსებული კლუბის შთაბეჭდილებას ტოვებს, რამაც პრინციპში, გაამართლა კიდეც.

"სიონი" ერთ-ერთია, რომელსაც საშუალოდ ყველაზე დაბალი ხელფასები ჰქონდა 2017 წელს, მაგრამ ბოლნისელები დღეს ეროვნულ ლიგაში არიან.

საერთოდ, მეორე ლიგაში ხელფასები ძირითადად, მსგავსია.
მკითხველის კომენტარები / 11 /
საშუალო ხელფასი 900 ლარი,როცა ორიგინალი ბუცი 800 ლარამდე ღირს და წელიწადში მინიმუმ 3 წყვილი ჭირდება ფეხბურთელს,ამას მიუმაოთ ის რომ 10 თვიანი კონტრაქტებია პრო-2 და ლიგა-3 ში.რა ქნას ახალგაზრდა ფებურთელმა ჭამა-სმა და ოჯახი რომ ყავს სარჩენი?ვიტამინიზაციაზე აღარ ვამბობ არაფერს.
ავაზა
31 მარტი 2018 14:37
0
დინამო, საბურთალო, სამტრედია, ლოკომოტივში ბევრს აქვს ანაზღაურება 500 ლარზე დაბალი, ეს ალბათ იმითაა გამოწვეულ, რომ თავიანთი სკოლის აღზრდილებს აწინაურებენ ძირითად გუნდში და ამასთანავე სახელფასო სტიმულსაც აძლევენ, რაც ჩემოს აზრით მოსასალმებელია. რაც შეიძლება მეტი ახალგაზრდას უნდა მიეცეს სათამაშო დრო და სხვა კლუბებმაც გააძლიერონ თავიანთი სკოლები და აკადემიები.
Dave
07 მარტი 2018 14:56
1
3000 ლარზე მეტი ბევრის მთქმელია . მანდ შეიძლება იყოს 3500 და 10.000
გიორგი
07 მარტი 2018 11:48
2
როდის მერე გახდა კერძო საკუთრების კლუბებად სკ სამტრედია და სკ ჩიხურა?
არსად არ არსებსობს ცნობა იმაზე რომ ეს ორი კლუბი რომელიმე კერძო კომპანიის ან კერძო პირის საკუთრებაა.
გთხოვთ დააზუსტოთ მათი მფლობელების ვინაობა.
მოდერატორ გეყოს ჩემი განზრახ ბლოკირება და დაწერე ეს კომენტარი.
Guadua
07 მარტი 2018 10:46
1
დინამო ბათუმში რა ხდება სახეზეა
afskfs
06 მარტი 2018 23:48
0
მაგდენის ღირსებიც არ არიან.
ზოგი პროფესორია, მთელი ცხოვრება წიგნებში აქვთ თავი და ძალიან ბევრს შრომობენ, მშოფლიოში აღიარებული ვლევები აქვთ და მაგათ არ აქვთ 1500 ლარზე მეტი.
ითამაშონ ფეხბურთელებმა კარგად, მოიტანონ მოგება და მერე მეპატრონემ რა უნდა ის მისცეს.
გიორგი
06 მარტი 2018 22:53
5
სად ნახე მსოფლიოში აღიარებული კვლევები? ეგეთს ეგრევე წაიყვანენ უცხოეთში ანდა გრანტად დაუნიშნავენ ხელფასს.
haha
07 მარტი 2018 04:54
5
Xalxi maharishi muhaobs 500 larad
Ki
06 მარტი 2018 16:59
8
თავად გრაფაშივე (*)-ით არის აღნიშნული რომ კერძო კლუბების სახელფასო ანაზღაურება შესაძლოა იყოს განსხვავებული და აჭარბებდეს გამოქვეყნებულ მონაცემებს, ასე რომ მთელი ეს სტატია და "ანალიზი" ფუჭად დროის კარგვაა ან იმის მტკიცება რომ ბათუმის დინამოს ფეხბურთელები უფრო მეტს იღებდნენ ხელფასის სახით, ვიდრე თბილისის დინამოს. იმედია არ დაბლოკავთ და შემდგომში უფრო გააზრებულ სტატიებს გამოაქვეყნებთ.
Dato
06 მარტი 2018 16:45
9
გამოდი ფედიჩკინ, გიცანი :) :) :) :) :)
Vahaha
06 მარტი 2018 17:31
4
500 larze naklebs ro igeben mitomac ikideba tamqshebi diiidi siamovnebit
Lsd
06 მარტი 2018 16:43
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული