ეროვნული ლიგა. III ტური: "ტორპედომ" სახლში "ლოკომოტივი" ადვილად დაამარცხა [VIDEO]

AutoSharing Option
16 მარტს, ეროვნული ლიგის მე-3 ტურში "ტორპედომ" ქუთაისში 4:0 სძლია "ლოკომოტივს".

27- წუთზე გავაშელიშვილს შეეძლო გოლის გატანა, როდესაც მეკარე კვასხვაძესთან პირისპირ გავიდა, მაგრამ შანსი ვერ გამოიყენა. სამაგიეროდ გამოიყენა მასპინძელთა გუნდის თავდამსხმელმა კუტალიამ. მან გოლკიპერის შეცდომით ისარგებლა და ბურთს კარის ბადეში მიუჩინა ადგილი. ზედ შესვენებაზე გასვლის წინ კი კაპანაძემ შორიდან დარტყმით დალაშქრა თევდორაძის კარი.

მეორე ტაიმში ქუთაისელების უპირატესობა კიდევ უფრო დიდი გახდა. შედეგად, კუტალიამ შორეული დარტყმით მესამე გოლი გაიტანა, ხოლო 79-ე წუთზე არველაძე თავით ავტოგოლი გაიტანა.

ქუთაისის. "რამაზ შენგელია".
ტორპედო -
ლოკომოტივი 4:0

გოლები: 1:0 ლევან კუტალია (37), 2:0 თორნიკე კაპანაძე (45+1), 3:0 ლევან კუტალია (63), 4:0 ვატო არველაძე (79 ავტოგოლი)
ტორპედო (4-2-3-1): როინ კვასხვაძე (კ), ვაჟა ტაბატაძე, დავით ხურცილავა, გიორგი გურული, გიორგი ქიმაძე, მიშიკო სარდალიშვილი (ოლეგ მამასახლისი 46), თორნიკე კაპანაძე, გიორგი კუხიანიძე (თენგიზ წიქარიძე 64), გრიგოლ დოლიძე, მერაბ გიგაური, თორნიკე კაპანაძე (ჯაბა ლიპარტია 80)

მთ. მწვრთნელი: კახაბერ ჩხეტიანი

ლოკომოტივი (4-3-3): რევაზ თევდორაძე, ლევან ქურდაძე, ნიკა ჭანტურია (კ), გიორგი გაბაძე, თეიმურაზ შონია, ლაშა გვალია (ლუკა კიკაბიძე 61), მამია გავაშელიშვილი, ზურიკო დავითაშვილი (გიორგი კიკნაძე 73), ირაკლი კომახიძე, ვატო არველაძე, დავით სამურკასოვი (თეიმურაზ ღონღაძე 77)

მთ. მწვრთნელი: ლაშა ჭაღიაშვილი


მკითხველის კომენტარები / 3 /
ლოკომოტივი მიმაჩნია ყველაზე სუსტ გუნდად ეროვნულ ლიგაში.გვიან რომ არ იყოს, საჭიროა გუნდის ყველა რგოლის გადახალისება.მართალია, ჯერ ნაადრევია ამაზე საუბარი,მაგრამ ვშიშობ, რომ ლოკომოტივს მოუწევს კონკურენციის გარეშე მე-2 ლიგაში ჩამოქვეითება თუ ასეთი უღიმღამო და უინტერესო თამაში აჩვენა...ჩვენ კი მისი გულშემატკივრები გაცილებით უკეთეს შედეგს ველოდით ...
გივი
19:46 17-03-2018
0
ლოკომოტივი ცალიან სუსტია
qomagi
22:11 16-03-2018
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული